როგორ გავთავისუფლდეთ შავი წერტილებისგან ერთხელ და სამუდამოდ - Gemrielia.ge

როგორ გავთავისუფლდეთ შავი წერტილებისგან ერთხელ და სამუდამოდ

საშინლად მახსოვს ის დრო, როდესაც მოზარდი ვიყავი. ჰორმონალური მატება ჩემს კანზე ყოველთვის გამონაყარს იწვევდა. მალევე დავიწყე კანზე ზრუნვა და აკნეც თავისით გაქრა. მაგრამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დავიწყე იმის შემჩნევა, რომ შავი წერტილები გამოჩნდა. მეგობარმა მირჩია წავსულიყავი კოსმეტოლოგთან სახის გასაწმენდად, მაგრამ ამან მხოლოდ დროებითი შედეგი გამოიღო.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გაარკვიოთ საიდან ჩნდებიან ისინი. ღია კომედონები იგივე აკნეა, მაგრამ შიგნით ანთებითი პროცესების გარეშე. თუ თქვენ ცდილობთ მათ გამოდევნას, მხოლოდ გააუარესებთ სიტუაციას. იმისთვის, რომ კოსმეტოლოგთან სიარულში ფული არ დამეხარჯა, პრობლემის მოგვარების გზა სახლში აღმოვაჩინე.

ჩვენს კანს აქვს გამოშრობისგან ბუნებრივი დაცვის უნარი. ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფენ ცხიმს, რომელიც ქმნის ერთგვარ გარსს ზედაპირზე. ის ინარჩუნებს ტენიანობას და იცავს ეპიდერმისს დეჰიდრატაციისგან. თუ სისტემა ვერ მუშაობს, ჯირკვლები იწყებენ ზედმეტი ცხიმის გამოყოფას, რომელიც კანის მკვდარ ნაწილაკებთან და ქუჩის მტვერთან ერთად აყალიბებს სიცარიელეებს და შემდგომში აქცევს შავ წერტილებად.

5-1651047887.jpg

შავი წერტილების გაჩენის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:

კანის არასწორად მოვლა. ყოველდღე საჭიროა სახის გაწმენდა. ამისათვის არსებობს სპეციალური ქაფი, სკრაბები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები.

თუმცა მაშინაც კი, თუ მაღაზიაში ასორტიმენტის ნახევარი იყიდეთ, არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი თქვენთვის შესაფერისია. ყურადღებით შეისწავლეთ შემადგენლობა და გამოყენების რეკომენდაციები. კიდევ უკეთესი იქნება თუ გაივლით კონსულტაციას კოსმეტოლოგთან.

ზემოქმედება და ულტრაიისფერი გამოსხივება. ძლიერი ქარი, ყინვა და მზე ტოვებს კვალს კანზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დაცვა შესაბამისი საშუალებებით.

არასწორი კვება და ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგჯერ აკნე უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანია. ცხიმის რაოდენობა შეიძლება დამოკიდებული იყოს კვებაზე.

ჰორმონები. ჰორმონალური მატება სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება და არა მარტო მოზარდები, არამედ უფროსებიც იტანჯებიან. ორსულობამ ან მენოპაუზის დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი ჯირკვლების ცვლილებები.

1-1651047911.jpg

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც არამარტო გაწმენდს კანს, არამედ მცირე ლიფტინგის ეფექტიც ექნება.

დაგჭირდებათ 100 მლ თბილი რძე ან წვენი და 2 სუფრის კოვზი ჟელატინი. სითხე დაასხით ჟელატინს და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გახსენით წყალში, გააცივეთ და წაისვით სახეზე. ფენა უნდა იყოს საკმარისად მკვრივი. დაელოდეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ფრთხილად აიფხიკეთ ნიღაბი, დაიწყეთ ქვემოდან და აწიეთ ზემოთ. ჩამოიბანეთ ნიღაბის დარჩენილი ნაწილი თბილი წყლით და წაისვით სახეზე დამატენიანებელი.

2-1651047978.jpg