მდოგვის ნიღბები თმის ზრდისთვის - Gemrielia.ge

მდოგვის ნიღბები თმის ზრდისთვის


შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ.კ მდოგვის ფხვნილი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ მაიონეზი. ნიღაბი მშრალი, დაუბანელი თმის ძირებში უნდა წაისვათ და მთელ სიგრძეზე გადაანაწილოთ. თავზე შხაპის ქუდი დაიხურეთ და 30-40 წუთი გაიჩერეთ. შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი წვა. თუ წვა უფრო ძლიერია, შემდეგში მდოგვის დოზა შეამცირეთ, ხოლო თუ წვას ვერ გრძნობთ, პირიქით, დოზა გაზარდეთ. ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, 1 თვის განმავლობაში უნდა გააკეთოთ.

მეორე რეცეპტის მიხედვით, 1 ს.კ მდოგვის ფხვნილს 1 ს.კ ალოეს წვენი, 1 ს.კ კონიაკი და 2 ს.კ ცხიმიანი ნაღები უნდა დაამატოთ. მზა მასაში გახსენით 2 კვერცხის გული და მთლიან თმაზე კარგად შეიზილეთ. შემდეგ თმაზე ქუდი დაიხურეთ და 30 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თავს ჩვეულებრივად ჩამოიბანთ.

თმის ზრდას ხელს უწყობს შემდეგი ნიღაბიც: 1 ჩ.კ მშრალი მდოგვი, 2 ს.კ ხახვის წვენი და 1 ს.კ ნივრის წვენი უნდა შეურიოთ და თმაზე შეიზილოთ. 60-80 წუთის შემდეგ კი ჩვეულებრივად, შამპუნით ჩამოიბანოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიღბები არც ისე სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა, ამიტომ უმჯობესია საღამოობით გაიკეთოთ, როცა სახლიდან გასვლას აღარ აპირებთ.