myquiz

ჯანსაღი და მარტივი კერძები - 9 მაისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კულინარიული წიგნების ახალი სერია - Gemrielia.ge

ჯანსაღი და მარტივი კერძები - 9 მაისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კულინარიული წიგნების ახალი სერია

კულინარიული სერია, რომელიც კერძების მომზადებასა და მათ დაგემოვნებას შეგაყვარებთ - მალე გამომცემლობა „პალიტრა L“ საზოგადოებას ახალ სერიას შესთავაზებს. კულინარიული სერია 8 წიგნისგან შედგება და მისი პირველი ტომი 9 მაისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.

სერიის წიგნები თვეში ერთხელ გამოვა და თითოეული მათგანი მკითხველს სხვადასხვა ტიპის სამზარეულოდან გამორჩეულ კერძებს შესთავაზებს. სერიის თითოეულ წიგნში 100 რეცეპტი იქნება თავმოყრილი. რეცეპტები გამორჩეულია თავისი სიჯანსაღითა და სიმარტივით. მათ მომზადებას ყველა შეძლებს და, რაც მთავარია, ისინი სასარგებლო და ჯანსაღია.

პირველი ტომის თემა იქნება „კერძები გრილზე“, შესაბამისად ის მკითხველს შესთავზებს 100 რეცეპტს, რომელთა მომზადებაც გრილზეა შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი მისი შეძენა 15 ლარად იქნება შესაძლებელი.სერიის ფარგლებში სულ 8 წიგნი გამოვა, ესენია:

  • კერძები გრილზე;
  • ნაყინი და შარბათი;
  • დიეტური კერძები;
  • ჯანსაღი დესერტები;
  • ვეგეტარიანული სამზარეულო;
  • კოქტეილები;
  • პიცა, ბურგერი და ნაჩოსი;
  • დეტოქსი.

გამოცემის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ წერტილებში. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ონლაინ მაღაზიით და კურიერი შენაძენს სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

პერიოდულად ჩვენს საიტზეც იხილავთ რეცეპტებს ახალი კულინარიული წიგნებიდან. აქვე გიტოვებთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძის რეცეპტს:

ძროხის ხორცის ფაჰიტასი

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც
  • ხახვი - 1 ც
  • ძროხის რბილობი - 500 გრ
  • მარილი და პილპილი
  • ლაიმის წვენი - 2 სკ
  • ტორტილას ლავაშები - 6 ც
  • ნაღების ყველი - 120 მლ
  • მწვანე ხახვი - 2 სკ
  • ქინძი - 2 სკ

faxitasi-1651228980.png

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს