„შევხვდებით ოთხშაბათს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში... ხაჭაპური ყველას!“ - ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს შეხვდება - Gemrielia.ge

„შევხვდებით ოთხშაბათს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში... ხაჭაპური ყველას!“ - ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს შეხვდება

ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით 3-6 მაისს საქართველოს ეწვევა.ჩამოსვლამდე მწერალმა პატარა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობს: „შევხვდებით ოთხშაბათს, ხაჭაპური ყველას!“

შეგახსენებთ, ბეგბედერი პირველად საქართველოში 2016 წელს იყო. მწერალი საქართველოდან დადებითი ემოციებით წავიდა. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მკითხველების დიდმა სიყვარულმა, ისე თვითონ ქვეყანამ, მისმა ბუნებამ, სამზარეულომ.

ფრანგი მწერალი საქართველოს კიდევ ერთხელ, მეუღლესთან ერთად 4-დღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მკითხველებთან, მწერლებთან, ტური კახეთში, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ავტოგრაფის გაცემა. ის ქართველ მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს. მკითხველთან შეხვედრა 4 მაისს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.