127 მლნ დოლარის ზარალი... „მაკდონალდსს“ დარჩა მილიონობით დოლარის რუსული საკვები, რომელსაც ვეღარ გამოიყენებს
გასულ თვეში McDonald's-მა რუსეთში თავისი რესტორნების დროებითი დახურვის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ომის მიმდინარეობის გამო, მან ასევე დახურა რესტორნები უკრაინაში. ეს ყველაფერი კი კომპანიას 127 მილიონი დოლარი დაუჯდა.
პერსონალის ხარჯები, პლუს იჯარისა და მომარაგების გადახდა, კომპანიას 27 მილიონი დოლარი დაუჯდა. დანარჩენი 100 მილიონი დოლარის ზარალი კი საკვებიდან და სხვა ნივთებიდან იყო.
მათივე ინფორმაციით, კომპანია რეგიონში განახლებულ გეგმებს მეორე კვარტლის ბოლომდე წარმოადგენს.
გასული წლის ბოლოს რუსეთში მაკდონალდსის 847 რესტორანი იყო. უკრაინაში კი - 108. ორივე ქვეყანაში რესტორნების დახურვამ კომპანიის შემოსავალი 28%-ით შეამცირა.
წყარო: BPN.ge