ბებერი ხორცი მალე რომ მოიხარშოს... და კიდევ 13 კულინარიული ხრიკი, რომლებსაც ოქროს ფასი აქვთ
თუ იცოდით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ არადა, ეს რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ!
1. თუ ბულიონს ქაფი დროულად ვერ მოხადეთ და უკან ჩაბრუნდა, ჩაასხით ქვაბში ჭიქა წყალი. ქაფი ხელახლა წამოვა ზემოთ.
2. ქათმის ბულიონში ნუ ჩაამატებთ სხვადასხვა სანელებელს, მხოლოდ ხახვი და სტაფილო, თორემ გემოს დაკარგავს.
3. ნუ დატოვებთ მზა წვნიანებში დაფნის ფოთოლს, რადგან კერძს სიმწარეს მისცემს.
4. შესაწვავი ხორცის ნაჭრები უფრო რბილი გამოვა, თუ 1-2 საათით ადრე ძმრისა და ზეთის ნარევში ამოავლებთ.
5. კატლეტების და ხორცის შეწვისას, პირველ წამებში ცეცხლი მაღალი უნდა იყოს, რომ კანი მოიბრაწოს, შეიკრას და წვენი გარეთ არ გამოვიდეს. შემდეგ კი დაბალ ან საშუალო ცეცხლზე განაგრძეთ მზადება.
6. ძველი კარტოფილი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ხარშვისას 1 კოვზ ძმარს, 2-3 კბილ ნიორს და დაფნას დაამატებთ. ან ბულიონში მოხარშეთ.
7. საფუვრიანი ცომი ფუმფულა და რბილი გამოვა, თუ მასში მოზელვისას წვრილად გახეხილ, მოხარშულ კარტოფილს ჩაამატებთ
8. ცომი მალე აფუვდება, თუ მასში რამდენიმე ღერ მილისებურ გრძელ მაკარონს ჩაარჭობთ.
9. კრემი რომ ფუმფულა გამოვიდეს, თქვეფისას სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავეთ მიქსერი.
10. ხორცის ბულიონი რომ გამჭვირვალე და კრიალა იყოს, ხარშვისას გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი ჩაამატეთ. ბოლოს კი გაწურეთ.
11. ბებერი ქათამი უფრო მალე მოიხარშება, თუ 20-30 წუთიანი ხარშვის შემდეგ ცივ წყალში ჩავდებთ 5-6 წუთით.
12. ხორცი რომ არ გამოშრეს და დაიწვას, ღუმელში ჯამით წყალი უნდა შედგათ.
13. თევზის წვის დროს ძლიერი სუნი რომ შეამციროთ, ტაფაში გათლილი უმი კარტოფილის ნაჭრებიც ჩადეთ თევზთან ერთად.
14. კომპოტი რომ მალე გააციოთ.ჩადგით ჭურჭელი სხვა, უფრო დიდ ქვაბში, რომელშიც ცივი წყალი ასხია და მსხვილი მარილია ჩაყრილი.