6 ყველაზე სასარგებლო მწვანილი, რომლებსაც ჯანმრთელი ადამიანები მიირთმევენ - Gemrielia.ge

6 ყველაზე სასარგებლო მწვანილი, რომლებსაც ჯანმრთელი ადამიანები მიირთმევენ

არავინ დაობს იმაზე, რომ მწვანილი ძალიან სასარგებლოც არის და ამასთანავე, კერძებს საოცარ არომატს ანიჭებს. ამ მწვანე პროდუქტებიდან გამოიყოფა რამდენიმე, რომლებიც ყველაზე მეტად სასარგებლოა და გირჩევთ რაციონში ჩართოთ. მწვანილით სავსე ყველაზე გემრიელი კერძის სახელი გემახსოვრებათ და ჩვენ რეცეპტს შეგახსენებთ - ჩაქაფული.

1. ისპანახი

ispanaxi-1651735829.jpg

სიის სათავეში ისპანახია - დიეტოლოგების საყვარელი პროდუქტი. ისპანახში შემავალი ქლოროფილი სისხლის წითელი ბურთულების ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებსაც აძლიერებს. მისი მიღება ძალიან სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების მქონეთათვის. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. უმჯობესია, ისპანახი უმად მიირთვათ, ან მსუბუქად მოშუშოთ. ხანგრძლივი თერმული დამუშავება სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას ანადგურებს. ნეიტრალური გემოს გამო, შეგიძლიათ უმად ჩაამატოთ სალათებში, გამოიყენოთ გარნირად ხორცთან, თევზთან თუ ფრინველთან.

2. მჟაუნა

mjauna-1651735908.jpg

ასევე ძალიან სასარგებლოა მჟაუნა. ის ადრე გაზაფხულზე მოდის, როცა ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები. მჟაუნასგან უამრავი რამ შეიძლება მოამზადოთ: წვნიანი, კვერცხიანი შჩი, გულსართი ღვეზელებისთის. გაითვალისწინეთ, რომ მჟაუნა სწრაფად იხარშება და კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ. შეგიძლიათ უმი ფოთლები დაამატოთ სალათში, ან კარტოფილის პიურეს მწვანე ფერი და სასიამოვნო, პიკანტური არომატი შესძინოთ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ექიმების რჩევაა, კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მივიღოთ ეს ბოსტნეული, რადგან შესაძლოა, თირკმელებს შეუქმნას პრობლემები.

3. ტარხუნა

tarxuna-1651735946.jpg

ტარხუნაში შემავალი ეთერზეთები მეტისმეტად არომატულია, ამიტომ თამამად დაამატეთ წვნიანებში, სალათებში, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში. რეკომენდებულია მისი დამატება სუბპროდუქტებისგან მომზადებულ კერძებში. ტარხუნა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ორგანიზმს კი მიკროელემენტებითა და საჭირო მჟავებით ამარაგებს.

4. პიტნა

pitna-1651736043.jpg

პიტნა სასარგებლო, არომატული და გემრიელი მწვანილეულია. დაამატეთ სადაც გნებავთ - ჩაიში, სალათებში, დესერტებში, კოქტეულებში, ხორცისა და მარცვლეულის კერძებში. პიტნიანი სოუსები ძალიან უხდება ბატკნის ხორცს.

5. წიწმატი

სასარგებლო მწვანილეულის სიაში თავისი ადგილი აქვს წიწმატსაც. მისი სახელი ზუსტად შეეფერება გემოს. მასში უამრავი ვიტამინი და იოდი შედის. განსაკუთრებით სასარგებლოა უმად, სალათების სახით ან ცალკე, თუმცა შეგიძლიათ წვნიანებშიც ჩაამატოთ, ბოლო ეტაპზე.

6. ქინძი

qindzi.jpg

ქინძი მექსიკური და კავკასიური სამზარეულოს აუცილებელი მწვანილია. მისი ფოთლები და თესლი ერთნაირად სასარგებლოა., დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ვიტამინ PP, ცინეოლს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ქინძი ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება, ამიტომ კარგია, თუ მძიმე საკვებს ქინძს დაამატებთ. სწორედ ამ მიზნით და ასევე არომატისთვის, ქინძის თესლებს პურშიც ამატებენ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, უზომო რაოდენობით ქინძის მოხმარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლოა ძილის, ქალებში კი ციკლის დარღვევა გამოიწვიოს. მას უკუჩვენებები აქვს მწვავე გასტრიტის, დიაბეტის, მიოკარდიული ინფარქტის და სხვა დაავადებების დროსაც