myquiz

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი თურქული ყავა ჯეზვეს გარეშე - 3 მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი თურქული ყავა ჯეზვეს გარეშე - 3 მეთოდი

საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ თურქულ ყავას წარმოუდგენლად მდიდარი გემო აქვს. მისი სასიამოვნო სიმწარე მოსწონს ყავის ყველა ჭეშმარიტ მცოდნეს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს შესაძლებლობა რომ ყავა თურქეთში დალიოს. თუ არ გაქვთ ხსნადი ყავის დალევის სურვილი და ხელთ არ გაქვთ თურქული ყავის მოსამზადებლად საჭირო სპეციალური ჯეზვე, გამოსავალი არსებობს.

არსებობს 3 მარტივი გზა, რომელთა შესახებაც ალბათ აქამდე არაფერი გსმენიათ. მათი წყალობით თქვენ შეძლებთ სურნელოვანი და გემრიელი ყავის მოხარშვას ჯეზვეს გამოყენების გარეშე. არ დაგავიწყდეთ შემდეგი პროპორციების დაცვა: 1,5 ჩ/კ. ყავა უნდა გაიხსნას 150 მლ წყალში.

პირველი მეთოდი

ყავის მომზადების ეს მეთოდი გულისხმობს ქვაბის გამოყენებას. ჯერ ვათბობთ, შემდეგ კი ყავას ვასხამთ. თუ შაქრიანი ყავა გსურთს, შაქარი თავიდანვე დაუმატეთ. ჩაასხით სუფთა წყალი და ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. ნახევარი წუთის შემდეგ აურიეთ კოვზით. როდესაც ქაფი გამოჩნდება, გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან. მეტი სიმტკიცისთვის ყავა ორჯერ მოხარშეთ.

thumb1-840x440-1651739152.jpg

მეორე მეთოდი

მეორე მეთოდის გამოსაყენებლად საჭიროა ჭიქა სქელი კედლებით. ჭიქას ვათბობთ, შემდეგ ყავას ვუმატებთ და წყალსაც ვასხამთ. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ შაქარი. სასმელი კარგად აურიეთ და ცხელ ჭიქაში გააჩერეთ ადუღებიდან 3-4 წუთის განმავლობაში.

2-1-1651739125.jpg

მესამე მეთოდი

ამ მეთოდისთვის ასევე საჭიროა ფინჯანი სქელი კედლებით. ჩაასხით ყავა და დაასხით ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი წყალი. ფინჯანს ვათავსებთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით (დენი უნდა ჩართოთ საშუალოზე ზევით).

3-1-1651739092.jpg

სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთ-ერთი და გარანტიას გაძლევთ, რომ აუცილებლად გამოსცდით ნამდვილი თურქული ყავის საოცარ გემოს.