myquiz

მითია თუ რეალობა, რომ ქათმის კვერცხი ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ზრდის? - Gemrielia.ge

მითია თუ რეალობა, რომ ქათმის კვერცხი ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ზრდის?

ქათმის კვერცხები ცილების და სხვა საკვები ნივთიერებების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა. ისინი ასევე ბუნებრივად შეიცავენ ქოლესტერინის მაღალ რაოდენობას, მაგრამ კვერცხი მაინც არ ამაღლებს ქოლესტერინის დონეს ისე, როგორც ამას ზოგიერთი სხვა, ცხიმებითა და ცილებით გაჯერებული საკვები აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვლევამ დაადგინა კავშირი კვერცხის ჭამასა და გულის დაავადებებს შორის, ამ აღმოჩენას შესაძლოა სხვა მიზეზი ჰქონდეს. საკვებმა, რომელსაც ჩვეულებრივ კვერცხთან ერთად მივირთმევთ, როგორიცაა ბეკონი, ძეხვი და ლორი, შესაძლოა უფრო მეტად გაზარდოს გულის დაავადებების რისკი, ვიდრე კვერცხმა, განსაკუთრებით თუ ზეთში ან კარაქშია შემწვარი.

ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას შეუძლია კვირაში შვიდი კვერცხის ჭამა, ისე რომ ამით ჯანმრთელობას არანაირი ზიანი არ მიაყენოს. მაგრამ, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კვერცხის მოხმარების ამ დონემ შეიძლება ხელი შეუწყოს გარკვეული სახის ინსულტის და თვალის დაზიანებების პრევენციას, რომელსაც ეწოდება მაკულარული დეგენერაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე.

თუ დიაბეტი გაქვთ, ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კვირაში შვიდი კვერცხის ჭამა ზრდის გულის დაავადების რისკს, თუმცა, სხვა კვლევებმა იგივე კავშირი ვერ აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის ექსპერტები გვირჩევენ რაც შეიძლება ნაკლები ქოლესტერინის მიღებას. ერთი დიდი კვერცხი შეიცავს დაახლოებით 186 მგ ქოლესტერინს - ეს ყველაფერი კი კვერცხის გულშია მოთავსებული.

საბოლოოდ, თუ მოგწონთ კვერცხი, მაგრამ არ გსურთ ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, გამოიყენეთ მხოლოდ კვერცხის ცილა. კვერცხის ცილა არ შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ შეიცავს პროტეინს.

heart-attack-eggs-1046338-1651819683.jpg