„უცხო და ახალი გემო გვინდა, ქართული გასტრო-რევოლუცია“ - არჩილ ზამბახიძე ქართული გასტრონომიის გამოწვევების შესახებ
იურისტი, კულინარიული წიგნის „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ თანაავტორი, და „პაცცას“ თანადამფუძნებელი არჩილ ზამბახიძე ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რატომ ვერ ვითარდება ქართული გასტრონომია და როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემა. გთავაზობთ პოსტს:
„რატომ ვერ ვითარდება ქართული გასტრონომია და რა უნდა ვქნათ?გეტყვით.ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, ფხალი, მჭადი, ქათამი ისე, ქათამი ესე… გავიგეთ!ამ მზარეულებმაც რა ქნან კაცო, დაიქირავებენ ეს ინვესტორები და თხოვენ “რამე ახალს”; ესენიც ათამაშებენ ამ ინგრედიენტებს, ხან ისე, ხან ასე, იმის მუსი, ამის ჟელე, რა ქნან სხვა. და ეს ყველაფერი მოინათლა “ფიუჟენად”.არადა, ამ დროს, რატომ ვერავინ ხვდება, რომ გარდატეხაა საჭირო. არსებულის შეცვლა კი არა, ახლის შექმნაა აუცილებელი. ანუ, ფხალი კი არ უნდა ავიღოთ და მუსად ვაქციოთ, არამედ ახალი ქართული სამზარეულოა შესაქმნელი.აი, გასულ საუკუნეში, ფრანგულ გასტრონომიაში რომ რევოლუცია მოხდა (Nouvelle Cuisine) და სრულიად ახალი სამზარეულო შეიქმნა, აი ეგ გვჭირდება ჩვენც.შ ე ც ვ ლ ა - არა, ა ხ ა ლ ი გვჭირდება. ახალი სამზარეულო, ახალი სახელები, ახალი რეცეპტები. აი, თავის დროზე ფხალიც ხომ შეიქმნა, მჭადიც, ხაჭაპურიც, ჰოდა დღეს რატომ არ იქმნება ახალი? იმიტომ რომ გვეზარება, არსებულს ვათამაშებთ სულ.ჰოდა გაცვდა, მობეზრდა ხალხს, აღარ უკვირს ეს ჟელეები, მუსები, ქაფები და სფეროები.უცხო და ახალი გემო გვინდა, ქართული გასტრო-რევოლუცია,“ - წერს არჩილ ზამბახიძე.
ეთანხმებით? და, თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?