როგორ ავაწყოთ იდეალური ღვინის დაფა - მასტერკლასი „ნიკორასგან“
ღვინის დაფა ყველანაირ სიტუაციას უხდება: იქნება ეს რომანტიკული საღამო ორისთვის, სადღესასწაულო სუფრა, თუ ჩვეულებრივი ვახშამი, კარგი ღვინის ბოთლის თანხლებით.
ზოგიერთ ქვეყანაში, ღვინის დაფა საღამოების ტრადიციული ატრიბუტია. აქ შეიძლება მოთავსდეს როგორც წასახემსებელი და დესერტი, ისევე სრულფასოვანი კერძი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ააწყობთ დაფის კომპოზიციას. კულინარიაში ეს ერთგვარი ხელოვნებაა და გურმანები გამუდმებით ატარებენ ექსპერიმენტებს, ინგრედიენტების საუკეთესო გასტრონომიული კომპოზიციების პოვნისთვის.
ღვინის დაფის კულტურა უკვე საქართველოშიც შემოვიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა“ გასწავლით, თუ როგორ ააწყოთ ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი ღვინის დაფა.
გაამზადეთ სპეციალური ხის დაფა და ინგრედიენტები. ყველი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ზეთისხილი და თაფლი სპეციალურ ჭურჭელში მოათავსეთ. ღვინის დაფაზე მოთავსებული ძეხვეული ძალიან თხელ ნაჭრებად უნდა იყოს დაჭრილი.
საჭირო ინგრედიენტები:
• ბრაუნშვაიგური შავი წიწაკით - 100 გ
• ბრაუნშვაიგური პაპრიკით - 100 გ
• სალიამი პიკანტური - 100 გ
• შეიკა -100 გ
• შებოლილი ჩალაღაჯი კლასიკური - 100გ
• ჩალაღაჯი - 100 გ
• გაუდა თხლად დაჭრილი - 100 გ
• ყველი ბრი - 100 გ
• მოცარელა - 100გ
• ზეთისხილის მიქსი (მწვანე, ვარდისფერი) - 100 გ
• ყურძენი - 1 მტევანი
• რამდენიმენაირი პურის სახეობა
• ჩირეული - გარგარი, შავი ქლიავი
• ნიგოზი
• თაფლი
დაფის აწყობის პროცესი იხილეთ ვიდეოში: