რამდენ ხანს ძლებს ესა თუ ის სანელებელი და როგორ უნდა შევინახოთ სწორად - Gemrielia.ge

რამდენ ხანს ძლებს ესა თუ ის სანელებელი და როგორ უნდა შევინახოთ სწორად

ზოგადად, სანელებლები უმჯობესია მთლიანი შეიძინოთ და უშუალოდ გამოყენების წინ დაფქვათ, რადგან დაფქული სურნელსა და არომატს მალე კარგავს.


ბევრი კერძის, ფლავის ან მარინადის მოსამზადებლად, საჭიროა სწორედ მთლიანი მარცვლები, ჯოხები და ვარსკვლავები.

დაფქული სანელებლები მხოლოდ 6-9 თვე ინახება, მაშინ როცა მთლიანი არომატსა და თვისებებს რამდენიმე წელი ინარჩუნებს. სასურველია წელიწადში 1-2 ჯერ გადაამოწმოთ სანელებლების მარაგი, მათ შორის დაუფქველის და განაახლოთ ისინი, რომელმაც პირვანდელი სახე, შეაბამისად კი სურნელი და თვისებები დაკარგა.

იდეალურ პირობებში სუნელების შენახვის პირობებია:
- მთლიანი ფესვები და თესლები 3-4 წელი,
- ნაყოფი, კენკრა - 2-3 წელი
- სურნელოვანი მცენარეები - 1-2 წელი
- დაფქული სუნელები ან მათი ნარევი 1თვიდან 1 წლამდე.

რჩევა: მიუთითეთ სუნელების პაკეტებზე მათი დაფქვის, დამზადების ან გახსნის თარიღი.

ქინძი, ძირა, პილპილი ყოველთვის მომზადების წინ დაფქვით ან ფილთაქვაში ჩანაყეთ. ზოგიერთი სანელებელი, მაგალითად შავი პილპილის მარცვლები, მიხაკი, ბადიანი, გამოყენებამდე ტაფაზე შეგიძლია გაათბოთ: ასე მათი არომატი უფრო გაიხსნება.