„შეფ-ლიტერატორი”, ახალი კულინარიული სერია და სასიამოვნო საღამო „მულტის“ „პიატოში“ - Gemrielia.ge

„შეფ-ლიტერატორი”, ახალი კულინარიული სერია და სასიამოვნო საღამო „მულტის“ „პიატოში“

ახ­ლა­ხან, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ახა­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სე­რია გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც 8 წიგ­ნის­გან შედ­გე­ბა და მისი პირ­ვე­ლი ტომი 9 მა­ი­სი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა სე­რი­ის წიგ­ნე­ბი თვე­ში ერთხელ შე­ი­ძი­ნოს, თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში კი სხვა­დას­ხვა ტი­პის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძე­ბის 100-100 რე­ცეპ­ტია თავ­მოყ­რი­ლი. რე­ცეპ­ტე­ბი იმ­დე­ნად მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბა­დაა მო­ცე­მუ­ლი, რომ მათ მომ­ზა­დე­ბას ყვე­ლა შეძ­ლებს და, რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი სა­სარ­გებ­ლო და ჯან­სა­ღია.

პირ­ვე­ლი ტო­მის თემა გახ­ლავთ „კერ­ძე­ბი გრილ­ზე“, შე­სა­ბა­მი­სად, ის მკი­თხველს შეს­თა­ვა­ზებს 100 რე­ცეპტს, რო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბაც გრილ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სწო­რედ ამ წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ე­წყო ღო­ნის­ძი­ე­ბა - „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რი“ - „გემ­რი­ე­ლი­ა­სა“ და „პა­ლიტ­რა ელის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც მწერ­ლებს სა­ხა­ლი­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა მო­უ­წყო.

ამ­ჯე­რად, „მულ­ტის“ „პი­ა­ტო­ში“ „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რის“ ოთხი მო­ნა­წი­ლე ერ­თმა­ნეთს ბურ­გე­რის მომ­ზა­დე­ბა­ში შე­ე­ჯიბ­რა. სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი­თა და ორი­გი­ნა­ლუ­რი გე­მო­ე­ბით მომ­ზა­დე­ბულ ბურ­გე­რებს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თა­ვი­ან­თი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბიც შე­ურ­ჩი­ეს და ჟი­უ­რის ისე წა­რუდ­გი­ნეს. მზა­დე­ბის პრო­ცე­სი დი­ნა­მი­კუ­რი და სა­ხა­ლი­სო იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი მათი ნა­ხე­ლა­ვი ჟი­უ­რის ოთხმა წევ­რმა შე­ა­ფა­სა, ესე­ნი იყ­ვნენ - მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი, სოფო გორ­და­ძე, თინა ასა­თი­ა­ნი და მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი თა­ვი­ანთ მე­გობ­რებს მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში დარ­ბა­ზი­დან გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი, „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რის“ ჟი­უ­რის წევ­რი:

- რო­გორც იცით, ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ე­ძღვნა „პა­ლიტ­რა ელის“ ახალ გა­მო­ცე­მას - „კერ­ძე­ბი გრილ­ზე“, რო­მელ­საც გა­ვე­ცა­ნი და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ბევ­რი ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტია, ვფიქ­რობ, მკი­თხველს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა, რად­გან ამ რე­ცეპ­ტებს ვერც ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­ი­კი­თხავს და ვერც სხვა წიგ­ნებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ამ აქ­ტი­ვო­ბას, ბურ­გე­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, უმ­თავ­რე­სის - გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გარ­და, ცხა­დია, ყუ­რა­დღე­ბას მათ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­საც ვაქ­ცევ­დით.

ელის დოჯ­სო­ნის ბურ­გერ­მა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი კარ­გად იყო შერ­ჩე­უ­ლი - შემ­წვა­რი ანა­ნა­სი ხორცთან ერ­თად, კა­რა­მე­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ხახ­ვი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­უ­სი, რა­მაც გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნა მას. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ბურ­გე­რებს უც­ნა­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბიც და­არ­ქვეს, რა­მაც ღო­ნის­ძი­ე­ბას კი­დევ მეტი ხა­ლი­სი შეს­ძი­ნა.

shefliteratori1-1652282813.jpg

ელის დოჯ­სო­ნი, „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი:

- იმ­დე­ნად კარ­გი პრო­ექ­ტია, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით ავივ­სე. მღელ­ვა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სო იყო. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს მე­სა­მე გა­მარ­ჯვე­ბაა. პირ­ვე­ლი იყო ნუ­ნის­ში, და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ლოტო ვი­თა­მა­შე და შო­კო­ლა­დი მო­ვი­გე. 3 წლის ბავ­შვი ატირ­და, მე მინ­დაო და მას მი­ვე­ცი (იცი­ნის); მე­ო­რე იყო კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“, სა­დაც ჩემი პირ­ვე­ლი რო­მა­ნით ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გავ­ხდი; მე­სა­მე კი ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა - „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რი“ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- კუ­ლი­ნა­რი­ას­თან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ? სახ­ლში თუ ამ­ზა­დებთ კერ­ძებს?

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ვა­კე­თებ - ჩემი ხინ­კა­ლი სა­მე­გობ­რო­ში გან­თქმუ­ლია, ახა­ლი წლის სუფ­რის­თვის - სა­ცივს, გო­ზი­ნაყს, „ლა­ბას“, აჩ­მას და ა.შ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, გოჭს ვწვავ. მოკ­ლედ, საჭ­მლის კე­თე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რა­ტომ­ღაც არა­ვის სჯე­რა, რომ შე­მიძ­ლია, მა­გა­ლი­თად, კომ­პო­ტი მოვ­ხუ­ფო, მუ­რა­ბა მო­ვა­დუ­ღო, ტყე­მა­ლი გა­ვა­კე­თო, არა­და, ვა­კე­თებ და ეს მსი­ა­მოვ­ნებს. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პია, უკ­ვირთ.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­ვი­მარ­ჯვე და პრი­ზიც მერ­გო, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ, ჯერ კი­დევ არ მჯე­რა (იცი­ნის). დიდი მად­ლო­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ჟი­უ­რის წევ­რებს, სპონ­სო­რებს, ყვე­ლას.

shefliteratori2-1652282827.jpg

სოფო გორ­და­ძე, „მულ­ტის“ პიარ-მე­ნე­ჯე­რი, ჟი­უ­რის წევ­რი:

- პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ იმას, რომ გა­ვე­ცა­ნი „პა­ლიტ­რა ელის“ მიერ გა­მო­ცე­მულ კუ­ლი­ნა­რი­ულ წიგნს და მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა, რად­გან კუ­ლი­ნა­რია, სახ­ლში კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ეს უნა­რე­ბი კი ყვე­ლას არ აქვს, მა­გა­ლი­თად, თა­ვი­სით რა­ღა­ცე­ბი მო­ი­ფიქ­როს, ამი­ტომ მსგავ­სი წიგ­ნე­ბი მათ დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს, ერ­თგვა­რი მეგ­ზუ­რი, გი­დი­ვი­თაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ყვე­ლა მზა­რე­უ­ლი იყოს, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში, მე­გობ­რებს რომ და­პა­ტი­ჟებ სახ­ლში, შე­გიძ­ლია წიგ­ნის დახ­მა­რე­ბით მო­ამ­ზა­დო და მათ გა­უ­მას­პინ­ძლდე.

ასე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი სა­ინ­ტე­რე­სო, ასე­ვე სა­ჭი­რო და სა­ხა­ლი­სოა, პან­დე­მი­ა­მაც ჩა­ი­ა­რა და ხალ­ხს გან­ტვირ­თვა და გარ­თო­ბა სჭირ­დე­ბა, ორი წელი მო­ვით­მი­ნეთ და ახლა ცოტა გა­ვაქ­ტი­ურ­დით, ამ ფაქტსაც ნამ­დვი­ლად მი­ვე­სალ­მე­ბი.

ორ­მა­გად მი­ხა­რია ის, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა „პი­ა­ტო“-ში შედ­გა, ვა­კის „მულ­ტი“-ში. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ „პა­ლიტ­რას“, ახალ წიგნს, მზა­რე­უ­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ებს და ვი­სურ­ვებ­დი, ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხში­რად ჩა­ტარ­დეს.

მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე, სა­ი­ტის - gemrielia.ge თა­ნა­რე­დაქ­ტო­რი, შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რის ჟი­უ­რის წევ­რი:

- მარ­თა­ლია, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თა­ვი­დან­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ წერა გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­მოს­დით, ვიდ­რე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი, თუმ­ცა შე­დე­გე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, გა­მოწ­ვე­ვას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვეს. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას ჰქონ­და თა­ვი­სი ნიშა, რაც და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ღირ­სე­ულ­მა გა­ი­მარ­ჯვა და კი­დევ ერთი, მშვე­ნი­ე­რი ლი­ტე­რა­ტუ­რულ-გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ღა­მო შედ­გა.

თამ­თა და­დე­შე­ლი