„ქენდალის მცდელობები კიტრის დასაჭრელად ყველაზე ტრაგიკული რამ არის, რაც ოდესმე მინახავს“ - 26 წლის მოდელის ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება
26 წლის სუპერმოდელს და კარდაშიანების შოუს ვარსკვლავს, ქენდალ ჯენერს, ინტერნეტსივრცეში კიტრის დაჭრის წარუმატებელი მცდელობების გამო „აკრიტიკებენ“.
„ქენდალის მცდელობები კიტრის დასაჭრელად ყველაზე ტრაგიკული რამ არის, რაც ოდესმე მინახავს“, - წერენ სოციალურ ქსელებში.
„კარდაშიანების“ ერთ-ერთ ეპიზოდში, მოდელი და ახლა უკვე ტეკილას ბრენდის დამფუძნებელი ბოსტნეულის დაჭრას დედასთან, კრის ჯენერთან ერთად ცდილობდა.
„ოდნავ ვნერვიულობ, კიტრს თესლი არ აქვს?“, - ამბობს ქენდალი ვიდეოს დასაწყისში.
ვიდეოს გადაღება მალევე დასრულდა, რადგან მოდელმა ხელი გაიჭრა და დასახმარებლად შეფ-მზარეულს უხმო. მომხდარმა გულშემატკივრებში კრიტიკა იმის გამო გამოიწვია, რომ ისინი ფიქრობენ, ქენდალ ჯენერი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მდიდარი და განებივრებული გოგონა არ არის, ამიტომ საკუთარი სალათის მომზადება თავადაც შეუძლია.