რომელ ხორცპროდუქტს რომელი ინგრედიენტი უხდება - რჩევები გერმანელი შეფებისგან - Gemrielia.ge

რომელ ხორცპროდუქტს რომელი ინგრედიენტი უხდება - რჩევები გერმანელი შეფებისგან

ხორცპროდუქტები სხვადასხვა საკვებ პროდუქტთან კომბინაციაში მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მომზადების საშუალებას გვაძლევს. სადაც ხორცპროდუქტებია, იქ პირველი გერმანია გვახსენდება, გერმანელი შეფები ხომ შემწვარ სოსისებს იდეალურად უხამებენ ბოსტნეულის და ბურღულის მარტივ გარნირებს!

რა არის ყველაზე გავრცელებული მარტივი უნივერსალური გარნირი კულინარიაში? რა თქმა უნდა, შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი. მარტივ გარნირად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ჩაშუშული კომბოსტო (ღორის და ქათმის სოსისთან), მოხარშული ყავისფერი ოსპი ზეთით და ხახვით (ღორის ან ძროხის სოსისთან, შაშხთან). სტაფილო, მწვანე ბარდა ზეთში ან რძის სოუსში, ფარშირებული ან შემწვარი პომიდორი, შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო, სოუსში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო, სიმინდი და სოკო არაჟანში...

გთავაზობთ ხორცპროდუქტების სხვადასხვა ინგრედიენტთან და გარნირთან საინტერესო კომბინაციებს, გერმანელი შეფების რჩევებით

1. ბეკონი

bekoni-satacurit-1652685161.jpg

ბეკონი კულინარიაში ძალიან გავრცელებული პროდუქტია და რესტორნებში მრავალ კერძში გამოიყენება. შეფები ბეკონს იყენებენ როგორ ცენტრალურ ინგრედიენტს, ან აქცენტს არომატის მისაცემად. შემწვარ ბეკონს ამატებენ ბურგერებში, სენდვიჩებში, კრემ-სუპებსა და სალათებში. კლასიკურ საუზმედ ითვლება ბეკონთან ერთად შემწვარი კვერცხი, ავოკადოთი. ასევე, ცნობილი დუეტია ბეკონი და სატაცური.

lori-1652685182.jpg

2. შემწვარი სოსისი

sosisi-1652685202.jpg

სოსისი „როსტერი“

ძეხვეულს და სოსისებს გერმანელების ყოველდღიურ რაციონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ცნობილი გერმანელი შეფი - ჟან-ფილიპ ბერნერი გრილზე შემწვარი სოსისისთვის გარნირად ხახვს, ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს და ყაბაყს ირჩევს. ეს ინგრედიენტები ყველაზე მეტად უხდება შემწვარ სოსისს. თუმცა ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს კონკრეტული სახეობის სოსისი.

germaneli-shefi-1652685238.jpg

ზოგადად, სოსისები ორ სახეობად შეგვიძლია დავყოთ: მოსახარში და შესაწვავი. გრილზე შესაწვავად ჯობს არჩევანი „ნიკორას“ სამი სახეობის სოსისზე: ბერნერზე, როსტერსა და ფრანკფურტერზე შეაჩეროთ, რადგან სამივე სოსისი კლასიკური გერმანური რეცეპტურითაა შექმნილი და თქვენამდე სწორედ იმ ცნობილ გემოს მოიტანს.

როსტერი პაპრიკით, სოკოთი და ყველითაა, ბერნერი - ჰოლანდიური ყველით. ორივე შესაწვავად ან გრილზე მოსამზადებლადაა რეკომენდებული. ფრანკფურტერი იდეალურია მოსახარშად, თუმცა ის შემწვარიც არანაკლებ გემრიელია.

nikora-1652685289.jpg

გერმანული სამზარეულოს მეფის - იოაჰიმ ვისლერის - რეცეპტით, ღორის ხორცის სოსისს ძალიან უხდება ბოლოკით, სტაფილოთი, კიტრითა და პიტნით მომზადებული სალათი. კიდევ ერთი იდეალური ვარიანტი - ოსპის სალათია, თხის ყველით, ჩაშუშული ბოსტნეულით (სტაფილო, ბულგარული წიწაკა) და ლიმონის ცედრით.

germaneli-shefi2-1652685323.jpg

კიდევ ერთი გერმანელი შეფი, რომელიც გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალფონს შუბეკია. მისი მრავალფეროვანი კერძებიდან ავარჩიეთ სოუსის რეცეპტი, რომელიც ძალიან უხდება როგორც სოსისებს, ასევე შემწვარ ხორცს. გერმანული სოუსის მოსამზადებლად საჭიროა 250 მლ რძე, მცენარეული ზეთი 1 სკ, სიმინდის სახამებელი 1 სავსე სკ, კვერცხი 1 ცალი, ძმარი, მარილი, შაქარი, მდოგვი გემოვნებით.

germaneli-shefi3-1652685365.jpg

ცივ რძეში გახსენით სახამებელი, დაუმატეთ ზეთი, კვერცხი და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებთ ურიეთ და გააჩერეთ შესქელებამდე. შემდეგ გადაიღეთ პატარა ჯამში და ჩადგით მოზრდილ ჯამში, სადაც ცივი წყალი უნდა ჩაასხათ. გააგრძელეთ მორევა და დაუმატეთ ძმარი, მარილი, შაქარი, მდოგვი. შედეთ სოუსი მაცივარში გასაციებლად.

3. შებოლილი ძეხვეული

შებოლილ ძეხვეულთან შეგიძლიათ მოამზადოთ გარნირი - ბულგურის და ბრიუსელის კომბოსტოს სალათი. ბულგური, ხრაშუნა ბრიუსელის კომბოსტო, ტკბილი ბროწეულის მარცვლები და მარილიანი რიკოტა - სალათს ჯანსაღ და სასარგებლო კერძად აქცევს.

salata-1652685537.jpg

მიირთვით სალათი მონადირულ ძეხვთან ერთად. უფრო ცოცხალი გემოსთვის, მონადირული ძეხვი ოდნავ მობრაწეთ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!