საჭიროა თუ არა ჭურჭლის გამშრალება მისი გარეცხვის შემდეგ?
თითქმის ყველა ფილმში, სადაც გმირების ყოველდღიურობაა ნაჩვენები, ხედავთ, როგორ რეცხავს ვიღაც ჭურჭელს, შემდეგ კი მაშინვე პირსახოცით ამშრალებს მას. რა არის ამაში უცნაური? ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ეს გავრცელებული ქმედება დიასახლისებს შორის მუდმივ დაპირისპირებას იწვევს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ გარეცხვის შემდეგ ჭურჭლის გამშრალება დროის კარგვაა, სხვები კი თვლიან, რომ ეს აუცილებელია.
როგორც ჩანს, ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. ყველა ისე აკეთებს, როგორც მას სურს.
თეფშების გამშრალების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს პროცესი სრულიად არაჰიგიენურია. გარდა ამისა, ნაჭრის ხელსახოცის ხელახალი გამოყენება ჭურჭელზე ბაქტერიების მოხვედრის საფრთხეს ზრდის.
პირსახოცების სისუფთავის შესანარჩუნებლად ისინი რეგულარულად უნდა გარეცხოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ქაღალდის ხელსახოცები ან მიკროფიბერის ქსოვილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ჭურჭლის გამშრალების შემთხვევაში, მასზე არ დარჩება წყლის ლაქების კვალი, რომლებიც წარმოიქმნება ონკანის წყალში არსებული მარილების გამო.
ამას გარდა, სველი ჭურჭელი კარადაში მაღალ ტენიანობას ქმნის, რაც თანდათან აფუჭებს ავეჯის გარეგნობას. ასევე, ამან შეიძლება გააჩინოს სოკო და ობი, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ასევე, სუფთა და მშრალ ქსოვილს შეუძლია ზედაპირზე დარჩენილი ბაქტერიების 90%-ის მოშორება.
ნატურალური მასალისგან დამზადებული პატარა პირსახოცი იდეალურია ჭურჭლის გასამშრალებლად. ყურადღება მიაქციეთ მის ჰიგიროსკოპიულობას, რადგან რაც უფრო მაღალია ის, მით უკეთესი. ნიჟარის გვერდით გადაფინეთ ქსოვილი და გარეცხილი ჭურჭელი მასზე მოათავსეთ. როცა წყლის უმეტესი ნაწილი დაიწურება, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეთ ჭურჭლის გამშრალება.
როგორც ხედავთ, ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა მათთვის, ვისაც შესაბამისი დრო და ფინანსური რესურსები აქვს, უმჯობესია, ჭურჭელი გარეცხვის შემდეგ შენახვამდე კარგად გააამშრალონ.