მთვარის წყალი სილამაზისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის - როგორ მივიღოთ და როგორ გამოვიყენოთ - Gemrielia.ge

მთვარის წყალი სილამაზისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის - როგორ მივიღოთ და როგორ გამოვიყენოთ

ჩვენმა წინაპრებმა სავსე მთვარეს ჯადოსნური მნიშვნელობა მიანიჭეს. თვის ყველაზე ნათელ ღამეს, უძველესი ლეგენდების თანახმად, საოცარი რამ ხდება. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ და მთვარის ეს ძლიერი ენერგია საკუთარ თავში შეაკავოთ.

იცოდით, რომ მთვარეს აქვს ყველაზე დიდი ქალური ენერგია? ამიტომაც მას აქვს ძლიერი გავლენა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე. ის ააქტიურებს ჩვენ შინაგან და გარე სილამაზეს, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს.

ჩვენი წინაპრები მთვარის წყალს თავიანთი ცხოვრების ერთზე მეტ ასპექტში იყენებდნენ. მაგალითად, იბანდნენ თავს და იღებდნენ მთვარის აბაზანებს.

სახლის დასუფთავებაც კი არ შეიძლებოდა მთვარის წყლის გარეშე. იმისათვის, რომ თქვენს სახლს ღრმა ენერგიული სიწმინდე მისცეთ, დაამზადეთ მთვარის წყალი და დაამატეთ ის თქვენს ყოველდღიურ რუტინაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ მთვარის წყალი ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის. მორწყვის შემდეგ ყვავილები ინტენსიურად იწყებენ ზრდას და გამწვანებას.

2-1652708731.jpg

მთვარის წყლის მისაღებად შეავსეთ შუშის კონტეინერი სუფთა წყლით. ეს შეიძლება იყოს სასმელი წყალი, წვიმის წყალი ან წყაროს წყალი.

იპოვეთ ღია ადგილი, სადაც კონტეინერს მთვარის შუქზე დატოვებთ მთელი ღამის განმავლობაში. მისი გარეთ დატოვება შეგიძლიათ სავსე მთვარის წინა დღეს, ან ერთი-ორი დღით ადრე.

მთვარის ქვეშ წყლის დატოვებისას აუცილებლად ხმამაღლა თქვით, რისთვის აპირებთ მის გამოყენებას. კონკრეტული ზრახვების გახმოვანებით, თქვენ გააძლიერებთ რიტუალის ეფექტს. სხვათა შორის, იმავე მიზნით, წყალში კრისტალებსაც კი ათავსებენ. ქვა უნდა აირჩიოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ეს არის მთელი რიტუალი. დილით მთვარის წყალი მზად იქნება. გირჩევთ დაუყოვნებლივ დალიოთ ერთი ჭიქა და დაიბანოთ სახე. მთავარია ეს სუფთა სულით და ნათელი აზრებით გააკეთოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ზემომოცემული ინფორმაცია არ არის მეცნიერულად დადასტურებული და დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა რწმენაზე.