მე მაქვს 1 საიდუმლო, რომლის დახმარებითაც ხინკალს წამებში ვახვევ. გაგიმხელთ თქვენც
ქართული ტრადიციული კერძების ხსენებისას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხინკალი გვახსენდება. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც, ჩვენი კულტურის შესაცნობად თავდაპირველად ამ კერძს აგემოვნებენ.
ხინკალი ქართული ტრადიციული კერძია, მისი მომზადება კი ნამდვილი ხელოვნება. ხინკლის ფორმა არქიტექტურულადაც ძალიან საინტერესოა. მას თავად ჭურჭლის ფორმა აქვს, რომელშიც წვნიანი ხორცი და ბულიონია, ხოლო ხინკლის „კუჭი“ ხელის მოსაკიდის როლს ასრულებს.
ხინკლის მომზადებას თავისი წესები აქვს. მრგვლად გაბრტყელებულ ცომის რგოლებში ერთი სუფრის კოვზი ხორცი იდება. ცომი კი იმგვარად უნდა მოახვიოთ, რომ ნაკეცები ჰქონდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ხინკლის „კუჭია“. როგორც აღვნიშნეთ, ის ხელის მოსაკიდის როლს ასრულებს. ხინკლის „კუჭი“ არ მიიჩნევა საკვებ ნაწილად, ის უბრალოდ ჭამის პროცესს მოსახერხებელს ხდის.
ასევე, არსებობს ქართული ტრადიცია, რომლის თანახმად, თეფშზე დატოვებულ კუჭებს ითვლიდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
ალბათ არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთხელ მაინც არ მომზადებულა ხინკალი. ხინკლის მოხვევა არ არის მარტივი პროცესი. ხინკალი არ უნდა დასკდეს და დაიშალოს ხარშვისას, თავი ჰერმეტულად უნდა ჰქონდეს მოკრული, რომ წყალი არ შევიდეს ცომში. ამასთან, ტრადიციულ ხინკალს უნდა ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის „ნაოჭი“.
კერძის სილამაზეს სწორედ თანაბარი „ნაოჭები“ და მათი რაოდენობა განსაზღვრავს. იმისათვის, რომ შინ მომზადებულ ხინკალს ჰქონდეს ლამაზი ვიზუალი და არ დაიშალოს, არსებობს სპეციალური ხინკლის მოსახვევი აპარატი, რომელიც დაგეხმარებათ, მოახვიოთ ხინკალი ლამაზად, სწრაფად და ხარისხიანად.
ხინკლის მოსახვევი „სტურუა არტისგან“ ორნაირი ზომის არსებობს:
• სტანდარტული - 12-ნაოჭიანი (ჩადის 1 სუფრის კოვზი ფარში);
• დიდი - 14-ნაოჭიანი (ჩადის 2 სუფრის კოვზი ფარში).
მისი გამოყენება ძალიან მარტივია. მოწყობილობა უნდა დადგათ მაგიდაზე გაშლილ მდგომარეობაში, დააფინოთ ზემოდან მრგვლად გაბრტყელებული ცომი და დააწვეთ კიდეებს. დანარჩენ საქმეს ის თავად შეასრულებს. თანაც ყველა ხინკალს გარანტირებულად ექნება ერთი და იმავე რაოდენობის ნაოჭები.
სამზარეულოს გაჯეტებისა და დამხმარე მოწყობილობების გარეშე თანამედროვე სამზარეულო თითქმის წარმოუდგენელია. თუკი ძველად, დიასახლისი საჭმლის მომზადებაზე ყოველდღიურად რამდენიმე საათს ხარჯავდა, ახლა, ეს პროცესი საგრძნობლად შემცირდა, მსგავსი გამოგონებების დამსახურებით.
თუ თქვენც გსურთ, გააოცოთ ოჯახის წევრები და სტუმრები სწრაფად მომზადებული ლამაზი ხინკლებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი ზომის ხინკლის მოსახვევი სახლიდან გაუსვლელად. კურიერი ადგილზე მოგიტანთ შეკვეთას.
ხინკლის მოსახვევი აპარატის შესაკვეთად (როგორც საცალო, ასევე საბითუმო შენაძენისთვის) და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:
511 17 14 33
597 07 91 81