ხილი და ბოსტნეული, რომელზეც წარმოდგენა არ გქონდათ, როგორ იზრდება - Gemrielia.ge

ხილი და ბოსტნეული, რომელზეც წარმოდგენა არ გქონდათ, როგორ იზრდება





იცოდით რომ ბრიუსელის კომბოსტო აი ასე იზრდება? კომბოსტოს ერთ მაღალ ძირზე პაწაწინა თავების მთელი ლეგიონია შემოსკუპული!




GEMRIELIAGEMRIELIA

ამ ხილის ძირში ყავისფერი ლობიოს მსგავსი მარცვალი ქეშიუა:

GEMRIELIAGEMRIELIA

ამ დაბალ ბუჩქებზე ანანასი იზრდება:

GEMRIELIA

ეს კი არტიშოკია. იცოდით, რომ არტიშოკი ყვავილი იყო?

GEMRIELIA

სატაცური აი ასე, თითებივით ამოდის მიწიდან:

GEMRIELIA

პრასს კი ასეთი ლამაზი იისფერი ყვავილები აქვს:

GEMRIELIA

ეს კაკაოს ხეა. ამ ნაყოფის გულში კაკაოს მარცვლებია მიმალული, საიდანაც ღვთაებრივ შოკოლადს ამზადებენ!

GEMRIELIA

აი ეს კროკუსია, ერთ-ერთი სახეობა. ხოლო მოწითალო ულვაშები ნამდვილი ზაფრანა, რომელსაც ოქროს ფასი აქვს!

GEMRIELIA

ბანანი აი ამ მაღალ მცენარეზე იზრდება, რომელიც, ტექნიკური თვალსაზრისით, ხედ არც ითვლება. ნაყოფს ყვავილის გარშემო, გრძელ ღეროზე ისხამს.

GEMRIELIA

ეს არაქისი ანუ მიწისთხილია. ის მიწაში, მცენარის ფესვებზე ვითარდება და იზრდება:

GEMRIELIA

ეს გახლავთ მიხაკის ხე, ხოლო ის რასაც ჩვენ სანელებლად ვიყენებთ, ამ ხის კვირტებია:

GEMRIELIAGEMRIELIA

კაპერსი, იგივე კაპარი ამ მშვენიერი ყვავილის გაუშლელი კვირტებია:

GEMRIELIA

ეს შავი პილპილის ბუჩქი გახლავთ, ჯერ კიდევ ნედლი პილპილის მტევნებით:

GEMRIELIA

ეს ავოკადოს ხე გახლავთ, ნაყოფით დახუნძლული:

GEMRIELIAGEMRIELIA

ეს კი ვანილის ჯერ კიდევ მწვანე, ნედლი ღერებია, რომელიც ორქიდეის ერთ-ერთი სახეობის დაყვავილების შედეგად მიიღება:

GEMRIELIA