რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ნაყინმა? - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
ნაყინი ზაფხულის სეზონის ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. ის შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, რადგან რძე და ნაღები შეიცავს ბუნებრივ ტრანკვილიზატორს, ტრიპტოფანს, რომელიც ამაღლებს განწყობას, აუმჯობესებს ძილს და ხელს უშლის სტრესს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყის რამდენიმე უარყოფითი თვისებაც აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
- ნაყინმა შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს, თუ ძალიან სწრაფად შევჭამთ. ამ დროს სხეულის ტემპერატურა სწრაფად იკლებს, ცივდება სასუნთქი გზები , ნელდება სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ტკივილის შეგრძნებას.
- ნაყინი ძალიან კალორიულია და თუ ზომიერებას არ დავიცავთ, ფიგურას ზიანს მიაყენებს. 2-3 ნაყინს შეუძლია შეცვალოს მთელი დღის კალორაჟი.
- ნაყინი შეიცავს ბევრ შაქარს. ამასთან, დიატური სახეობები უფრო მეტსაც კი, რადგან მათში ცხიმი ნაკლებია და შაქრით ხდება კომპენსირება.
- ნაყინი საკმაოდ ბევრ ემულგატორებს, არომატიზატორებს, სინთეტიკურ საღებავებს შეიცავს, რათა ნაყინმა შეინარჩუნოს სასურველი ტექსტურა, სტრუქტურა, გემო და არომატი.
თუ გსურთ შედარებით ჯანსაღი ნაყინი მიირთვათ, მოამზადეთ საკუთარი ხელით. ნახეთ ნაყინის რეცეპტები ჩვენს საიტზე.