ხელს უწყობს წონის კლებას და... კიდევ 4 მიზეზი, თუ რატომ ვსვამ დილით ცხელ წყალს
ცხელი წყალი უშუალოდ მოქმედებს როგორც სითხე, რომელიც ასუფთავებს თქვენს სხეულს ტოქსინებისგან. ცხელი წყლის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა თუ ის იქნება პირველი, რასაც დილით, გაღვიძების შემდეგ და ღამით, ძილის წინ მიირთმევთ. სხეულში C ვიტამინის შემცველობის გასაძლიერებლად წყალში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონიც. წყალი უნდა გაცხელდეს 50-დან 60 გრადუს ცელსიუსამდე.
ცხელი წყალი ხელს უწყობს საჭმლის მარტივად მონელებას
როცა ცხელ წყალს სვამთ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი არა მხოლოდ გლუვდება, არამედ აქტიურდება კიდეც. წყალი მოქმედებს როგორც ლუბრიკანტი. სითხე რომელსაც სვამთ, ყელიდან კუჭში გადადის, ხოლო კუჭიდან - ნაწლავებში, ასუფთავებს სხეულს შინაგანად და წმენდს მას ტოქსინებისგან. ასევე ატენიანებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, რათა მათ შეძლონ ნარჩენების აღმოფხვრა და გადამუშავება.
აწესრიგებს ნაწლავების პრობლემებს
ასეთ დროს ცხელი წყლის დალევა შესანიშნავი იდეაა. როდესაც თქვენ სვამთ ცხელ წყალს, თქვენი ნაწლავები იწყებენ შეკუმშვას. თქვენი ნაწლავების ეს მოქმედება საშუალებას აძლევს საკვების ძველ ნარჩენებს, რომლებიც ამ რეგიონებშია ჩარჩენილი, რომ საბოლოოდ გაიარონ ნაწლავებში და გავიდნენ თქვენი სხეულიდან.
ატენიანებს თქვენს სხეულს
ცხელი წყლის დალევა გინარჩუნებთ ტენიანობას. წყლის საშუალო რაოდენობა, რომელიც ინდივიდმა ყოველდღიურად უნდა დალიოს, არის დაახლოებით 2,5 ლიტრი. დილა-საღამოს წყლის დალევით თქვენ უფრო ეფექტურად მიაღწევთ მიზანს. ზოგჯერ შეიძლება გაგიჭირდეთ დიდი რაოდენობით წყლის მიღება ყოველდღიურად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ მიჩვეული, მაგრამ საბოლოოდ, თქვენი სხეული მოერგება ახალ რუტინას და დაიწყებს წყლის ამ რაოდენობის სასარგებლოდ გამოყენებას.
ხელს უწყობს წონაში კლებას
როცა ცხელ წყალს სვამთ, თქვენი სხეულის ტემპერატურის კონტროლის სისტემა იღვიძებს. თქვენი სხეული იწყებს წყლის ტემპერატურის კომპენსაციას შიდა ტემპერატურის შემცირებით. მთელი ეს პროცესი ააქტიურებს თქვენს მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.
გეხმარებათ ტოქსინების მოცილებაში
როცა ცხელ წყალს სვამთ, თქვენი შინაგანი სხეულის ტემპერატურა იწყებს მატებას. ცხელი წყლის დალევა ან ცხელი აბაზანის მიღება ააქტიურებს თქვენი სხეულის ენდოკრინულ სისტემას და იწყებთ ოფლიანობას. ოფლიანობა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ის გეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ნარჩენების მოშორებაში, რაც ხელს უშლის ორგანიზმის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.