ეს რჩევები დაგეხმარებათ მაქსიმალურად გემრიელი და ქიმიკატებისგან სუფთა მარწყვის შეძენაში - Gemrielia.ge

ეს რჩევები დაგეხმარებათ მაქსიმალურად გემრიელი და ქიმიკატებისგან სუფთა მარწყვის შეძენაში

რთულია გვერდი აუაროთ ხასხასა წითელ მარწყვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბოლოს ერთი წლის წინ მიირთვით. მარწყვი უგემრიელესი კენკრაა, რომელიც შეგიძლიათ ჭამოთ პირდაპირ ან დაამატოთ დესერტებს და სასმელებს.

მაღაზიებსა და ბაზრებში მაღალი ხარისხის მარწყვი ბოლო პერიოდში იშვიათობაა, თუმცა არსებობს კონკრეტული გზები, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად გემრიელი და ქიმიკატებისგან სუფთა მარწყვის შეძენაში.

არომატი

ყველამ ვიცით, როგორი სასიამოვნო, ნათელი და მდიდარი სუნი აქვს ახალ მარწყვს. მაღაზიაში ან ბაზარში მისი არჩევისას ეცადეთ სუნი კარგად იგრძნოთ. თუ სუნი ძალიან სუსტია ან საერთოდ არ არის, ასეთ პროდუქტს გვერდი აურიეთ.

ფერი

ნატურალურ მარწყვს აქვს ნათელი, წითელი ფერი, ოდნავ მბზინავი. კენკრის ყავისფერი შეფერილობა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ის სპეციალურად არის შეფერილი სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით.

ფორმა და ზომა

იმისდა მიუხედავად, რომ ბევრს ეშინია დიდი მარწყვის, ასეთი კენკრის გაზრდა ქიმიკატების დამატების გარეშე ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა, თუ მარწყვი ძალიან დიდია, დიდი ალბათობით, მას წყალი დაუმატეს.

ფოთლები

ძალიან კარგი იქნება, თუ მარწყვის ფოთლების ნახვას მოახერხებთ. ღრმა მწვანე ფოთლები კარგი ნიშანია. ასევე ყურადღება მიაქციეთ არის თუ არა ფოთლები გამხმარი, ეს იმაზე მიუითებს, რომ კენკრა ახალი არ არის.

ყუთი

ბუნებრივი კენკრა გამოყოფს წვენს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ყუთის ან შეფუთვის ძირს. თუ რამდენიმე წვეთი მაინც აღმოაჩინეთ, მაშინ მარწყვი ბუნებრივია.

თუ ყიდვამდე არ დაიცავთ მარწყვის არჩევის წესებს, რისკავთ ნიტრატებით, ანტიბიოტიკებითა და პესტიციდებით მდიდარი პროდუქტის მირთმევით. ასევე, ექსპერტები არ გირჩევენ დღეში 150გრ მარწყვზე მეტის მიღება, რათა თავიდან აირიდოთ ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრა.

marckvi-2-1652867136.jpg