myquiz

პიკნიკზე წასაღები საჭმლის 10 საუკეთესო იდეა - Gemrielia.ge

პიკნიკზე წასაღები საჭმლის 10 საუკეთესო იდეა

როგორც იქნა, პიკნიკის სეზონი გაიხსნა! ვის არ უყვარს ის? პიკნიკი ხომ საუკეთესო შესაძლებლობაა, დაისვენო ბუნებაში მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში.

იმისათვის, რომ პიკნიკმა იდეალურად ჩაიაროს, საჭმელი უნდა იყოს გემრიელი, მარტივი და ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელი. კომპანია „ნიკორა“ გვიზიარებს პიკნიკზე წასაღები საჭმლის ყველაზე საინტერესო იდეებს.

hotdogi-1653055118.jpg

1. ვრაპი ლავაშში სოსისით და ბოსტნეულით წასვლამდე ნახევარი საათით ადრეც შეგიძლიათ მოამზადოთ. შიგთავსიც თქვენი სურვილით შეგიძლიათ შეარჩიოთ. გემრიელი კომბინაციაა: მოხარშული სოსისი, სალათის ფურცელი, მოთუშული სტაფილო და კიტრი. თუ რკინის ცხაურს და ნახშირსაც გაიყოლებთ, მირთმევამდე შეხვეული ვრაპი ცხაურზე გახუხეთ.

vrapi-1653055009.jpg

2. ჰოთდოგი - იდეალურია ბუნებაში საპიკნიკოდ. კლასიკური ჰოთ დოგის მოსამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის სოსისები და ძეხვები. თუ გინდათ, რომ გერმანული ჰოთ დოგის გემო შეიგრძნოთ, არჩევანი „კაიზერის“ გერმანული ხაზის სოსისზე - „ბერნერზე“ შეაჩერეთ. სოსისი კლასიკური გერმანული რეცეპტურის მიხედვითაა შექმნილი და ჰოლანდიურ ყველს შეიცავს. „ბერნერი“ იდეალურია მოსახარშად და შესაწვავადაც.

hotdog-1653064668.jpg

3. პიცა ტოსტის პურებში ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და ნოყიერი საჭმელია. მთავარი ინგრედიენტებია ტოსტის პური, ყველი, პომიდორი (ან კეტჩუპი) და ძეხვი „სალიამი“ . დანარჩენი კომპონენტები კი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ. არ დაგავიწყდეთ ტოსტის პიცის ტაფაზე, ტოსტერში ან ადგილზე, გრილზე გახუხვა.

pica-1653055405.jpg

4. ბურგერი ცეცხლზე შეგიძლიათ მოამზადოთ ადგილზევე. კონტეინერით წაიღეთ დაჭრილი ძეხვი, ყველი, ბურგერის პური და ბოსტნეული. შეარჩიეთ ძეხვის არამალფუჭებადი სახეობა, რომელიც უძლებს ტრანსპორტირებას და ცხელ ამინდს. ასეთია ნედლად შებოლილი ძეხვები, მაგალითად, „ბრაუნშვაიგური“. ააწყვეთ ბურგერი და ცოტა ხანი ნაკვერჩხალზე დაბრაწეთ.

dzexvi-1653055678.jpg

5. ბანანის ნავები იოლი და გემრიელი დესერტია, რომელიც გრილზე ან ნაკვერჩხალზე შეგიძლიათ მოამზადოთ. უბრალოდ გაჭერით ბანანები სიგრძეზე, დანით დასერეთ ბანანი, ჩადეთ მარშმელოუ და შოკოლადის ნატეხები და მოათავსეთ ბანანი ცხაურზე. მარშმელოუ და შოკოლადი ჩადნება შიგნით და გემრიელი დესერტი მზადაა.

banani-1653055449.jpg

6. კარტოფილი მოცარელათი და შაშხით ალუმინის ქაღალდში უნდა შეახვიოთ და ისე მოათავსოთ ნაკვერჩხალზე. გაჭერით კარტოფილი შუაში (ბოლომდე არ გაჭრათ), ჩადეთ შიგნით შაშხის ნაჭერი და ერთი ბურთულა მოცარელა.

kartofili1-1653055525.jpg

7. მზა ხორცპროდუქტები საუკეთესო ვარიანტად ითვლება პიკნიკისთვის. სოსისები და სარდელები ძალიან მარტივად მზადდება შამფურზე და რკინის ცხაურზე (გრილზე). შეარჩიეთ შეწვისთვის განკუთვნილი სოსისი, მაგალითად, „როსტერი“, რომელიც შეიცავს სოკოს და ჰოლანდიურ ყველს და გრილზე იდეალურად იწვება.

xorci-1653055559.jpg

8. ბოსტნეულის მწვადი გრილზე შეგიძლიათ მიირთვათ ხორცთან ერთად ან ცალკე. ააცვით შამფურზე სასურველი ბოსტნეული (ხახვი, სოკო, ბადრიჯანი, პომიდორი, სიმინდი) და შეწვით ნაკვერჩხალზე.

bostneulismwvadi-1653055579.jpg

9. სატაცური ბეკონით გრილზე ძალიან გემრიელი წასახემსებელია. აარჩიეთ მსხვილი სატაცური, შემოახვიეთ ბეკონი და შეწვით გრილზე.

satacuri-1653055596.jpg

10. გამომცხვარი ბულგარული შიგთავსით საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. შუაზე გაჭრილ ბულგარულ წიწაკაში ჩადეთ „მოცარელა“ ან სულგუნი, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული და მოათავსეთ ცხაურზე.

bulgaruli-1653055611.jpg

გემრიელ დასვენებას გისურვებთ!