როგორ გავათეთროთ მელქიორისა და ვერცხლის დანა-ჩანგლები
რა გჭირდებათ ამისათვის? აიღეთ A4 ზომის ფურცლისხელა 2 ფოლგის ნაჭერი და 2-3 ს.კ სოდა. დაანაკუწეთ ფოლგა და ჩაყარეთ ჭურჭელში, აქვე ჩაამატეთ სოდა და ჩაალაგეთ დანები, ჩანგლები, კოვზები.
დაასხით იმ წამის ადუღებული(!), ქაფქაფა წყალი და პირდაპირ თქვენს თვალწინ მოხდება სასწაული:
მელქიორიდან და ვერცხლიდან სიშავე რამდენიმე წუთში გაქრება.