myquiz

„1 კგ მაყვალში 3.5 დოლარს გვპირდება, ჟოლოში კი, 5-6 დოლარს“ - წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება - Gemrielia.ge

„1 კგ მაყვალში 3.5 დოლარს გვპირდება, ჟოლოში კი, 5-6 დოლარს“ - წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება

წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ისრაელისთვის ფერმერბისაგან მაყვალს 3.5 დოლარად, ჟოლოს კი, 5-6 დოლარად შეიძენენ.

„მოსავლის მიღებისთვის ყველა მოსამზადებელი სამუშაო შესრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ პროცესმა ამ ეტაპამდე კარგად ჩაიარა. უკვე ივნისის დასაწყისიდან სიმწიფეში შესვლას ველოდებით, თუმცა ცხადია, ეს მაინც ამინდზე იქნება დამოკიდებული.

ჯერ-ჯერობით ზუსტად არ ვიცით გავა თუ არა წელს მოსავალი რუსეთში. იმ სტადიაზე არ ვართ, რომ კონტრაქტები გვქონდეს. თუმცა, ვიცით, რომ წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება. სოფელ ქვენატკოცაში ისრაელის მოქალაქეს აქვს სამაცივრე მეურნეობა. უკვე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ისრაელმა დართო მაყვლისა და ჟოლოს შეტანის უფლება. 1 კგ მაყვალში 3.5 დოლარს გვპირდება, ჟოლოში კი, 5-6 დოლარს, რაც ძალიან კარგი ფასია. ახლა, მთავარია, როგორი იქნება პროდუქციის ხარისხი“, - განაცხადა ქიტესაშვილმა.

წყარო: BPN.ge