რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა ყავის სმას წყვეტთ - Gemrielia.ge

რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა ყავის სმას წყვეტთ

ყავა ადამიანების სრული უმრავლესობის დილის რუტინის განუყოფელი ნაწილია, ზოგიერთები კი კოფეინის შემცველ სითხეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იღებენ. პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს რომ ყავის მიღება არც ისეთი ცუდია. როგორიც გვგონია და შეიძლება ჯანმრთელობისთვის უკეთესიც კი იყოს, მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ, რომ მისი რეგულარულად მიღება უნდა შეწყვიტოთ, გთავაზობთ 6 უტყუარ ფაქტს, რომელსაც მომავალში საკუთარ ორგანიზმზე გამოსცდით.

1. შესაძლოა, წონაში მოიმატოთ, რადგან ყავას შეუძლია თქვენს მადაზე მოექმედება და მისი გარკვეულწილად დაქვეითებაც კი. ამას გარდა, ყავა შეიცავს შაქარსაც, რომლის ძიებასაც თქვენი ორგანიზმი მაშინვე დაიწყებს, როგორც კი სასმლის მიღებას შეწყვეტთ.

2. უკეთესად დაიძინებთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც ყავას შუადღეს ან საღამოს მიირთმევენ. კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინი საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს ჯანსაღი ძილის ციკლზე.

3. თავის ტკივილები გაგიხშირდებათ, რადგან თქვენი სხეული შესაბამისი რაოდენობის კოფეინს ვეღარ მიიღებს, ხოლო კაპილარები გაფართოვებას დაიწყებს. ექიმები გთავაზობენ, რომ ყავა ნელ-ნელა შეცვალოთ ნაკლები კოფეინის შემცველი ჩაით, რომელიც ტკივილებს შეგიმსუბუქებთ.

4. ადამიანები, რომლებმაც ყავის სმას თავი დაანებეს, ამბობენ, რომ მათ დაეწყოთ დეპრესია, შფოთვა და სტრესის გაძლიერებული შეგრძნება. თუმცა, ეს სიმპტომები, ინსომნიასთან ერთად, მხოლოდ დროებითია და მალევე ქრება.

5. საქმეზე კონცენტრაციის მოხდენა გაგიჭირდებათ, დაბნეულობა და გონებაგაფანტულობა უკოფეინოდ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

6. თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, ადრენალინის დონე გაიზრდება და სხეულში ჰორმონების დონეც დარეგულირდება.

ასე რომ, მათ, ვისაც კოფეინის ყოველდღიურობიდან ამოღება გსურთ, ექიმები გირჩევე რომ ეს ეტაპობრივად, მისი სხვა მსგავსი საშუალებებით ჩანაცვლების გზით გააკეთოთ, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის, ვისაც გულის ან რაიმე მსგავსი დაავადება არ აწუხებს, ყავის მიღება სრულიად ნორმალურია და საფრთხეს არ წარმოადგენს.

yava1-1653306073.jpg