ვიდეო: ტრადიციული და მოდური, ძვირადღირებული საკვების ერთიანობა - გაიცანით ფინური სამზარეულო
ფინური სამზარეულო ცნობილია ტრადიციული და მოდური, ძვირადღირებული საკვების ერთიანობით. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში თევზი და ხორცი (ძირითადად ღორის, საქონლის ან ირმის) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრადიციული კერძების მომზადებაში. ასევე ქვეყანაში არის მხარეები სადაც უმეტესად სხვადასხვა ბოსტნეული და სოკო გამოიყენება. რუსეთ-ფინეთის ომის შემდეგ, კარელიას რეგიონიდან დევნილებმა წვლილი შეიტანეს ქვეყნის სხვადასხვა მხარის საკვებში.
ფინურ საკვებში ხშირად შეხვდებით ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა: ჭვავი, ქერი, შვრია. ასევე ფართოდ გამოიყენება მრავალი სახეობის კენკროვნები, მათ შორის: მოცვი, წითელი მოცვი, მიწამაყვალა და ქაცვი. რძე და მისგან ნაწარმოები პროდუქტები ხშირად გამოიყენება როგორც სასმელი, საჭმელი და სხვადასხვა რეცეპტების შემადგენელი ინგრედიენტები. სხვადასხვა სახეობის თალგამი ხშირად გამოიყენებოდა ტრადიციულ სამზარეულოში, თუმცა ის მე-18 საუკუნეში კარტოფილმა ჩაანაცვლა.