სმუზი - ვარსკვლავების რეცეპტები დღესასწაულების შემდგომ ფორმაში მოსასვლელად - Gemrielia.ge

სმუზი - ვარსკვლავების რეცეპტები დღესასწაულების შემდგომ ფორმაში მოსასვლელად



ახალგამოწურული წვენებისგან განსხვავებით, სმუზიში 100%-ით რჩება მცენარეული უჯრედისი, რაც საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზაციისთვის აუცილებელია. კრემ-სუპებისგან განსხვავებით, სმუზიში ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, იოგურტი, თაფლი, მარცვლეული შეგიძლიათ დაამატოთ. და ბოლოს, გემრიელი კოქტეილების გზად გაყოლებაც შეგიძლიათ, რათა სიარულის დროს წაიხემსოთ. ეს დროსაც დაგიზოგავთ და ფასტ-ფუდისგან განსხვავებით სასარგებლოცაა.

რა სარგებლობა მოაქვს სმუზის?
• დაგეხმარებათ გახდომაში
• შეგმატებთ ენერგიას
• გაზრდის ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობას თქვენს რაციონში.
• გამოდევნის ტოქსინებსა და შლაკებს
• აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
• ამაგრებს იმუნიტეტს
• მზადდება სწრაფად და ადვილად: უბრალოდ გაავსეთ ბლენდერი სასურველი ხილ-ბოსტნეულით, რომელთა რაოდენობა და სახეობებიც მხოლოდ თქვენს სურვილსა და მიზნებზეა დამოკიდებული.
• ხილი, ბოსტნეული, მწვანილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, სასარგებლო ნივთიერებებით, უჯრედისით.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, მოდელები და მათი ფიტნეს-ტრენერები თავიანთი საყვარელი სმუზის რეცეპტების ამხელენ.

Manhattan’s Yoga Vida - ს ტრენერი და მფლობელი, ალეკ ბოლდუინის მეუღლე ჰილარი ბოლდუინი სმუზის მოყვარული ორსულობის პერიოდში გახდა. მისი რეცეპტი, განსაკუთრებით დამწყებებს მოეწონებათ, რადგან ხილი ფარავს ბოსტნეულის გემოს, რომელიც შესაძლოა ყველას არ მოსწონდეს.

შემადგენლობა:

• 1 კონა კომბოსტო კალე
• 1 მუჭა ისპანახის ფოთლები
• ნახევარ-ნახევარი ჭიქაგაყინული მოცვი და მარწყვი
• 1 ჭ რძე
• 1მუჭა ნუში
• 1 მანგო


GEMRIELIAGEMRIELIA

ფერჯი აღმერთებს ანტიოქსიდანტებით, პროტეინებითა და უჯრედისით სავსე ამ კოქტეილს. საკმაოდ ნოყიერია, შეუძლია შეცვალოს საუზმე ან ვახშამი, თანაც დესერტივით გემრიელია.

შემადგენლობა:
• 1 ბანანი
• თითო ჭიქა გაყინული მოცვი და მარწყვი
• 1.5 ჭ რძე
• ნახევარი ჭიქა ნუში
• 2 ს.კ ნუშის ზეთი
• 1 ს.კ სელის თესლები

ჯენიფერ ენისტონი ბოსტნეულის სმუზის მოყვარულია და ყოველ დილით მიირთმევს საუზმეზე.
მისი სმუზის შემადგენლობაში შედის:
• 3 კიტრი
• 1 დიდი ჭარხალი
• 1 კონა ისპანახი
• ½ სტაფილო
• ½ ღერი ნიახური
• ნიორი ან ნედლი ჯანჯაფილი გემოვნებით.


თრეისი ანდერსონს წარმატება არა მხოლოდ საკუთარმა, არამედ მოსწავლეების (მადონა და გვინეთ პელტროუ) იდეალურმა სხეულმაც მოუტანა. ეს სმუზი თრეისიმ ორსულებისთვის შექმნა, მაგრამ ნებისმიერს მოეწონება, ვინც იცის, რომ დღე ნოყიერი და სასარგებლო საუზმით იწყება.

შემადგენლობა:

• 1 ჭიქა ჟოლო
• ¾ ჭიქა ნატურალური იოგურტი( ან მაწონი, ჩვენს შემთხვევაში)
• ¼ ჭიქა შვრიის ფანტელი
• 5 ფინიკი
• 1 ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი
• ყინული

GEMRIELIA

როუზი ჰანტინგტონის დიეტა ძირითადად წვნიანების, ახალგამოწურული წვენების და სმუზისგან შედგება. მისი შესანიშნავი სხეულის შეხედვისას ნამდვილად მოგინდებათ მისი საფირმო სმუზის მომზადება და დაგემოვნება.
• 4 ფოთოლი სალათა რომანო
• 2 ღერი ნიახური
• 1 მუჭა ისპანახის ფოთლები
• 1 ვაშლი, კანის გარეშე
• 1 მსხალი
• ნახევარი ბანანი
• ნახევარი ლიმონის წვენი
• 1 ჭიქა წყალი

ორი შვილის დედა, ჯესიკა ალბა ირწმუნება, რომ სწორედ ამ სმუზის წყალობით დაიბრუნა მშობიარობის შემდეგ ფორმა. გარდა ამისა, მხიარული წვეულებების შემდეგ სწორედ ეს კოქტეილი ეხმარება ძალების აღდგენაში.

შემადგენლობა:
• 2-3 მუჭა ისპანახის ფოთლები
• 1/3 ჭიქა ჟოლო ან მარწყვი
• 180 გ იოგურტი
• 1 ს.კ თაფლი