myquiz

როგორ შევინახოთ ახალი მარწყვი მთელი წლის განმავლობაში - გაყინვის გარეშე - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ახალი მარწყვი მთელი წლის განმავლობაში - გაყინვის გარეშე

ყოველწლიურად მოუთმენლად ველით დროს, როცა მარწყვის სეზონი დადგება, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც მარწყვის რაც შეიძლება დიდხანს შენახვაში დაგეხმარებათ.

პირველი და ყველაზე ეფექტური მეთოდი მისი გაყინვაა. კენკრა დაბალი ტემპერატურის პირობებში კარგავს ფორმასა და გემოს, ამიტომ შეგიძლიათ ის გაყინოთ და ნებისმიერ დროს მიირთვათ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც თქვენს მარწყვს მთელი წლის განმავლობაში შენახავს.

იმისათვის, რომ არ გააფუჭოთ მისი გემო, აუცილებლად გამოიყენეთ უახლესი მარწყვი. გადახედეთ თითოეულ მათგანს და დარწმუნდით, რომ ლპობის პროცესი დაწყებული არ არის. შემდეგ მარწყვი მოათავსეთ დიდ თასში და დაფარეთ ცივი წყლით. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, ბოლოს ფრთხილად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ეს ხელს შეუწყობს კენკრის მწერებისგან გაწმენდის პროცესს.

თუ მარწყვი დიდია, შეგიძლიათ ის შუაზეც გაჭრათ. ტაფის ან თასის ძირს მოაყარეთ შაქარი, შემდეგ მარწყვი, კვლავ შაქარი და პროცესი განაგრძეთ იქამდე, სანამ ხილი არ დაგიმთავრდებათ.

დატოვეთ მარწყვი 3 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თასის შიგთავსი დროდადრო ნაზად ურიეთ ისე, რომ ხილი არ დაჭყლიტოთ.

marwyvismuraba-1653657191.jpg

შეავსეთ სტერილიზებული, მშრალი შუშის ქილები კენკრით და სიროფით, ზემოდან მცირე ადგილი დატოვეთ, სადაც კიდევ ცოტაოდენ შაქარს მოაყრით.

შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ან სხვა გრილ ადგილას. ჩვეულებრივი მურაბის მსგავსად, დაშაქრული კენკრა შეიძლება მოათავსოთ ღვეზელის შიგთავსში ან მიირთვათ პირდაპირ. ამრიგად, სურნელოვანი მარწყვის ჭამა შუა ზამთარშიც შეგეძლებათ.

marwyvi-1653657228.jpg