ნახეთ ვიდეო: ისრაელში ფერმერმა გიგანტური მარწყვი გაზარდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - Gemrielia.ge

ნახეთ ვიდეო: ისრაელში ფერმერმა გიგანტური მარწყვი გაზარდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

ისრაელში ფერმერმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე მარწყვი მოიყვანა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ Reuerს-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, კენკრა, რომელიც ჩაჰი არიელმა გაზარდა 289 გრამს იწონიდა, რაც ადგილობრივი ჯიშის ჩვეულებრივი მარწყვის წონაზე 5-ჯერ მეტია. მარწყვის სიმაღლე 18 სანტიმეტრი იყო, წრეწირი კი 34 სანტიმეტრი. რეკორდის დაფიქსირების შემდეგ ფერმერმა მარწყვი შეჭამა.სპეციალისტები მარწყვის გიგანტურ ზომას ამინდს უკავშირებენ. 2021 წელს უჩვეულო სიცივის გამო მარწყვის მომწიფების პროცესი ნელა მიდიოდა, რის გამოც კენკრას წონაში მატების საშუალება მიეცა.ყველაზე მძიმე მარწყვს წინა რეკორდი იაპონელ ფერმერს ეკუთვნის, რომელმაც 2015 წელს 250-გრამიანი კენკრა მოიყვანა.