ცნობილი იტალიური კერძები, რომლებიც საქართველოში არასწორი ინტერპრეტაციით გახდა პოპულარული - Gemrielia.ge

ცნობილი იტალიური კერძები, რომლებიც საქართველოში არასწორი ინტერპრეტაციით გახდა პოპულარული

ყველა კერძს თავისი ისტორია აქვს. ხშირად ისეც ხდება, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კერძების პირვანდელი, ორიგინალი რეცეპტი ძალიან განსხვავებულია იმ ვერსიისგან, როგორითაც მათ მრავალ ქვეყანაში იცნობენ.

გაინტერესებთ, რომელი იტალიური კერძი ითვლება ყველაზე ფალსიფიცირებულ კერძად მსოფლიოში? - ეს სპაგეტი ალა კარბონარაა! ამის მიზეზი ძირითადად, ერთი მუდმივი სადავო კითხვაა: უნდა დაუმატო თუ არა კერძს ნაღები?

კარბონარა, პიცა პეპერონი, პანინი - ეს იტალიური კერძები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. მათ თითქმის ყველა კაფე-რესტორანში ამზადებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ორიგინალისგან განსხვავებული ვარიაციებით.

გიზიარებთ სამივე კერძის კლასიკურ რეცეპტს და მათ მოსამზადებლად რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც შემოგთავაზებთ.

ალა კარბონარა

karbonara-1653912706.png

პასტა კარბონარას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. კერძის გაჩენის შესახებ, თავად იტალიელი შეფებიც რამდენიმე ლეგენდას ჰყვებიან. ყველაზე პოპულარული ვერსია პირველი რეცეპტის გაჩენისა არის ამბავი შრომისმოყვარე იტალიელ მენახშირეებზე, რომლებიც შახტაში მუშაობდნენ. კერძის დასახელებაც ამ სიტყვიდან - carbonaio (მენახშირე) მოდის. ისინი რამდენიმე თვეს მთებში ატარებდნენ და პროდუქტების მომარაგება დიდი ხნით უწევდათ. ამიტომ, მათი ძირითადი რაციონი იყო ის, რაც სპეციალური პირობების გარეშე ინახებოდა: მყარი სახეობის ყველი, ზეითუნის ზეთი, სანელებლები, პასტა და ნედლადშებოლილი ღორის შაშხი (ბეკონი). კვერცხის ყიდვა კი ადგილობრივი ფერმერებისგან შეეძლოთ, რომლებიც ოდნავ მოშორებით ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ ჭამის დროს, კერძს ნახშირის ნამცეცები ეყრებოდა და პილპილიც ამ კერძში, სიმბოლურად ამ დატვირთვას ატარებს.

პასტა კარბონარას კლასიკური რეცეპტი შეიცავს მხოლოდ 6 ინგრედიენტს:

karbonara-1653912760.jpg

და არავითარი ნაღები!

ორიგინალი რეცეპტი:

  • პასტა - შეარჩიეთ შედარებით მსხვილი სახეობა
  • ბეკონი - შეგიძლიათ გამოიყენოთ „ნიკორას“ ადგილობრივი წარმოების შაშხი, რომელიც, ჩვენი გამოცდილებით, ძალიან უხდება კარბონარას.

bekoni-1653912830.jpg

  • ყველი - პეკორინო ან პარმეზანი
  • 2 კვერცხის გული
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:

  1. მოხარშეთ სპაგეტი სწორად, მდუღარე მარილიან წყალში.
  2. დაჭერით ბეკონი საშუალო ნაჭრებად და შებრაწეთ ტაფაზე, ზეითუნის ზეთში
  3. პარალელურად ათქვიფეთ 2 კვერცხის გული
  4. კვერცხს დაუმატეთ წვრილად გახეხილი ყველი და შავი პილპილი. აურიეთ.
  5. მოხარშული სპაგეტი გადაიტანეთ ოდნავ გაგრილებულ ღრმა ბეკონიან ტაფაში, დაუმატეთ სოუსი და აურიეთ.
  6. სერვირებისას არ დაგავიწყდეთ სპაგეტის ზემოდან ყველის მოხეხვა და პილპილის მოყრა.

კლასიკური კარბონარა მზადაა!

მთავარი საიდუმლო ორიგინალი კარბონარას მოსამზადებლად დამოკიდებულია პასტის და კვერცხის სოუსის სწორად შერევაზე. ტაფის ტემპერატურა საკმარისი უნდა იყოს, რომ გადნეს ყველი და სოუსი დარბილდეს, ამავდროულად, არ უნდა იყოს ზედმეტად ცხელი, რათა კვერცხის სტრუქტურა არ გაფუჭდეს.

პიცა პეპერონი

peperoni-1653913013.jpg

ერთ-ერთი უნივერსალური და ყველაზე მოთხოვნადი პიცის სახეობა „პეპერონია“, რომელიც გემრიელი საჭმელების მოყვარულებს განსაკუთრებით უყვართ. „პეპერონიმ“ თავისი სახელი მთავარი ინგრედიენტის პატივსაცემად - ძეხვ „სალიამი პეპერონის“ განსაკუთრებული სახეობისთვის მიიღო. ძეხვის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან Pepe (წიწაკა). პიცის მთავარი არსი მის პიკანტურ სიცხარეში მდგომარეობს. ამიტომ, სანამ პიცა პეპერონის ორიგინალურ ვერსიას მოამზადებთ, ჯერ ძეხვი უნდა შეარჩიოთ.

ჩვენ „კაიზერის“ წარმოების „პეპერონს“ გირჩევთ, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა და პიცას ძალიან უხდება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „სალიამი პიკანტური“. გემოვნური თვისებებით ეს ძეხვი პიცას მართლაც პიკანტურ არომატს მისცემს და სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ინგრედიენტები:

peperoni-1653913086.jpg

ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • ზეითუნის ზეთი 40 მლ.
  • ფქვილი 300 გ.
  • მშრალი საფუარი 2 გ.
  • მარილი 10 გ.
  • შაქარი 20 გ.
  • წყალი 200 მლ.

სოუსი:

½ ხახვი, 150 გ. პომიდორი, 30 გ. ზეთი, 1 კბ. ნიორტი, 10 გ. პილპილი, მარილი გემოვნებით. ორეგანო, ბაზილიკი 5-5 გ.

პიცის შიგთავსი:

  • სალიამი პეპერონი (ან პიკანტური) - 100 გ.

saliami-1653913195.jpg

  • პილპილი გემოვნებით
  • მოცარელა 130 გ.
  1. გამოიყენეთ „მოცარელა“ მას ნეიტრალური გემო და განსაკუთრებული სტრუქტურა აქვს. ცხობის პროცესში იწელება და პეპერონის პიცის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.
  2. სოუსი ძეხვის და ყველის ქვეშ ისმევა. მის მოსამზადებლად გამოიყენეთ პომიდორი და სანელებლები.

პანინი

panini-1653913364.jpg

პანინი სენდვიჩის იტალიური ვარიანტია, დახურული ბუტერბროდის სახით. ის მზადდება ორი ნაჭერი პურით (ჩაბატა) და ცივი წასახემსებლით: ყველი, სალათა და ძეხვი. პანინის პრეს-გრილზე ხუხავენ. მისი უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ კლასიკურ რეცეპტში გამოიყენება სამნაირი ძეხვი, პეპერონის, მორტადელას და პროშუტოს კომბინაცია.

4 ბუტერბროდი-პანინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

panini-1653913411.jpg

  • 8 ნაჭერი საბუტერბროდე პური (შეგიძლიათ უბრალოდ დაჭრილი პურიც გამოიყენოთ)
  • 8 ბურთულა „მოცარელას“ ყველი
  • 150 გ. სალიამი პეპერონი
  • 100 გ. პროშუტო

panini-1653913491.jpg

  • 50-70 გ. ბაზილიკის ცოცხალი ფოთლები
  • ზეითუნის ზეთი

მოამზადეთ პანინი:

  1. დადეთ ყველი „მოცარელა“ პურის ნაჭერზე, ზემოდან დააფინეთ პროშუტო და სალიამი.
  2. მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები და დაადეთ მოცარელას მეორე ფენა. დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი და მსუბუქად დააწექით, რომ ბუტერბროდი შეიკრას.
  3. გააცხელეთ დიდი ტაფა საშუალო ცეცხლზე. დაასხით ½ სკ ზეითუნის ზეთი. დადეთ სენდვიჩი და გახუხეთ ორივე მხრიდან 3-4 წთ-ის განმავლობაში.
  4. ყველი რომ გადნება და პური დაიბრაწება, პანინი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!