აი, როგორ ვრეცხავ ცხიმიან ჭურჭელს, როცა ცხელი წყალი არ მაქვს - Gemrielia.ge

აი, როგორ ვრეცხავ ცხიმიან ჭურჭელს, როცა ცხელი წყალი არ მაქვს

ზაფხულში ბევრი დიასახლისი აწყდება ცხელი წყლის არარსებობის პრობლემას, რადგან ისინი სოფლებში მიდიან დასასვენებლად და მხოლოდ ცივი წყალი აქვთ, ან ცხელი წყლით რეცხვა წლის არცერთ პერიოდში არ მოსწონთ. ასეთ დროს ჭურჭლიდან ცხიმის მოშორება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა გამოყენებაც პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ.

საიდუმლო არ არის, რომ მდოგვის ფხვნილი ეფექტური გამწმენდია, რომელსაც გამოცდილი დიასახლისები იყენებენ. ფხვნილი ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც ხელმისაწვდომი ფასი და ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ცხიმიანი ჭურჭლის საწმენდად საჭიროა მხოლოდ მისი წყალში შერევა, ისე რომ სქელი პასტის მსგავსი კონსისტენცია მიიღოთ. გამზადებული ნარევი დაასხით ღრუბელზე და კარგად გარეცხეთ წყალში დასველებული ჭურჭელი.

mdogvi-1654076892.jpg

ცხიმის მოშორებაში ასევე დაგეხმარებათ საცხობი სოდაც, თუმცა არ გამოიყენოთ ის ტეფლონისა და არაწებოვანი ჭურჭლის გასარეცხად. სველ ჭურჭელს წაუსვით მცირე რაოდენობით სოდა და ჩამორეცხეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის წყლით.

soda-1654077010.jpg

იმისთვის, რომ ცივ წყალში რეცხვის პროცესი დააჩქაროთ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ძირითადი წესები:

  • პირველ რიგში, ჭურჭელი საკვებისგან მისი მირთმევის წამსვე უნდა გაათავისუფლოთ. რაც უფრო დიდხანს დატოვებთ თეფშებს ნიჟარაში, მით უფრო გართულდება მათი გარეცხვა.
  • რეცხვის შემდეგ ნუ დააწყობთ თეფშებს ერთმანეთზე, ასე შესაძლოა მხოლოდ ცხიმის გავრცელებას შეუწყოთ ხელი.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევების წყალობით, ძლიერ დაბინძურებული ჭურჭლის ცივ წყალში რეცხვის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება.

თქვენ როგორ რეცხავთ?

recxva-1654077033.jpg