რატომ იცვლის არასწორად გაწმენდილი მარცვლის აპარატიდან ჩამოსხმული ყავა გემოს და რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა? - Gemrielia.ge

რატომ იცვლის არასწორად გაწმენდილი მარცვლის აპარატიდან ჩამოსხმული ყავა გემოს და რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა?

მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 30-40% ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მარს ყა­ვას და ასე­ვე, ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დი ფინ­ჯა­ნი ყავა ის­მე­ვა, თუმ­ცა აქე­დან ალ­ბათ მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია ისე­თი სი­ზუს­ტით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ პრო­დუქტს არო­მა­ტი და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს და რიგ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უსაფრ­თხოც კი იყოს.

ხში­რად კაფე-ბარ­სა თუ რეს­ტო­რან­ში ყა­ვის შეკ­ვე­თი­სას არა­სო­დეს ვფიქ­რობთ და ვაკ­ვირ­დე­ბით, თუ რო­გორ გა­რე­მო­ში, რა აპა­რა­ტით და რამ­დე­ნად სწო­რად გვიმ­ზა­დე­ბენ ჩვენ­თვის საყ­ვა­რელ სას­მელს. ხში­რად ალ­ბათ ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ესპრე­სოს, კა­პუ­ჩი­ნოს, ლა­ტეს, მა­კი­ა­ტო­სა თუ სხვა გემ­რი­ე­ლი სას­მე­ლის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას არც იმა­ზე გვაქვს წარ­მოდ­გე­ნა, რომ ის გა­ცი­ლე­ბით უფრო გემ­რი­ე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, თუ მას მა­ღა­ლი ხარსხის და თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტით მოგ­ვიმ­ზა­დებ­დნენ. რე­ა­ლუ­რად, ხა­რის­ხი­ა­ნი ყა­ვის აპა­რა­ტი და სა­უ­კე­თე­სო მარ­ცვა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი გე­მოს მი­სა­ღე­ბად თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნულს მხო­ლოდ საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­რის­ხი­ან და პრე­მი­უმ ყა­ვა­ზე მო­თხოვ­ნა სულ უფრო იზ­რდე­ბა, რის პრო­პორ­ცი­უ­ლა­დაც იმა­ტებს უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვიც.

მოძ­ვე­ლე­ბულ მარ­ცვლის აპა­რა­ტებ­თან ერ­თად, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყა­ვის ხა­რის­ხი­თა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო რჩე­ბა, არას­წო­რად გაწ­მენ­დი­ლი ან სუ­ლაც გა­უ­წ­მენ­და­ვი ყა­ვის აპა­რა­ტე­ბია. ამას ემა­ტე­ბა უხა­რის­ხო ყა­ვის მარ­ცვა­ლი, რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რია გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

barista1-1654150548.jpg

ყვე­ლა ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას გან­სა­ზღვრუ­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა აქვს, რო­მე­ლიც ყა­ვის და­ნად­გა­რის შემ­თხვე­ვა­ში მცირ­დე­ბა, თუ მას სწო­რად არ უვ­ლი­ან და პერ­მა­ნენ­ტუ­ლად არ წმენ­დენ. ჰო­რე­კა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ და­ნად­გა­რის არას­წო­რი მოვ­ლა აი­სა­ხე­ბა ყა­ვის ხა­რისხზე - მე­ქა­ნიზ­მში ჩარ­ჩე­ნი­ლი ყა­ვის ცხი­მი, ხის­ტი წყლის ნა­ლე­ქი და რძის ამომ­ყვა­ნის არას­წო­რად წმენ­დის შე­დე­გად გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ყა­ვის გე­მო­ზე და დი­დია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერთხელ სტუმ­რო­ბის შემ­დეგ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა მე­ო­რედ დი­ლის სა­უზ­მე, შეს­ვე­ნე­ბის თქვენ­თან მო­წყო­ბა ან სა­ღა­მოს თა­ვი­სუ­ფა­ლი დროს თქვენ­თან გა­ტა­რე­ბა გა­და­ი­ფიქ­როს.

სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­რის­ტამ ყო­ველ­დღი­უ­რად, და­ნად­გა­რი მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რად და ზედ­მი­წევ­ნით გაწ­მინ­დოს. ხოლო, თუ ის კა­ფეს წლე­ბია „ემ­სა­ხუ­რე­ბა“ და უკვე მოძ­ველ­და, სა­სურ­ვე­ლია მისი შეც­ვალ ახა­ლი აპა­რა­ტით ან მის მოვ­ლას კი­დევ უფრო მეტი დრო და­ეთ­მოს.

barista3-1654150561.jpg

მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, მო­უვ­ლე­ლი და გა­უ­წ­მენ­და­ვი და­ნად­გა­რით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სასმლის გე­მოს ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ხვდე­ბი­ან, ამი­ტომ მათი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ცუ­ლი იყოს.