კომბოსტო - 297%-ით, კიტრი - 110%-ით, კარტოფილი 67%-ით - TOP 10 პროდუქტი, რომელიც მაისში გაძვირდა - Gemrielia.ge

კომბოსტო - 297%-ით, კიტრი - 110%-ით, კარტოფილი 67%-ით - TOP 10 პროდუქტი, რომელიც მაისში გაძვირდა

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

იმ 10 პროდუქტს შორის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს: კომბოსტო - 297.3%-იანი გაძვირებით, მას მოსდევს კიტრი -ფასის 110.2 %-იანი მატებით, მე-3 ადგილზეა ყურძენი, რომელიც 72%-ით გაძვირდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ქლიავი და კარტოფილი იკავებენ, რომელთა ფასიც შესაბამისად, 69%-ით და 67.2%-ით გაიზარდა.

გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: მარგარინი, სიმინდის ფქვილი, ბადრიჯანი, წიწაკა და პომიდორი. ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა ფასი 35%-ით გაძვირდა პურზე, 31%-ით კი ფქვილზე.

წყარო: bpn.ge