სწრაფი, მარტივი და კომფორტული, ანუ რა წავიღოთ ექსკურსიაზე - მენიუ მშობლებისთვის
ზაფხული ექსკურსიების სეზონია! ეს ისეთი სასიამოვნო აქტივობაა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები მთელი წელი მოუთმენლად ელიან. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ტურისტული მარშრუტის მანძილს. ნებისმიერ შემთხვევაში, ექსკურსიისთვის მომზადება პასუხისმგებლობას და თადარიგის დაჭერას საჭიროებს.
უმჯობესია წინასწარ შეადგინოთ პროდუქტების და წასაღები ნივთების სია. უფროსებისთვის სამგზავროდ წასაღები საჭმლის მომზადება ბევრად მარტივია, ვიდრე ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელოთ მათი გემოვნებით. ბავშვების და მოზარდების საკვები უნდა იყოს გემრიელი, მარტივად მისართმევი და უსაფრთხო. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ხორცპროდუქტების ბრენდი „ნიკორა“ სწორედ მარტივად მოსამზადებელი და მზა პროდუქტების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა, ექსკურსიაზე წასაღები საჭმლის რეცეპტები - „ნიკორას“ პროდუქციაზე დაყრდნობით შევადგინეთ.
როგორი საჭმელი უნდა წაიღოთ გზაში?
- რომელიც დიდხანს ძლებს უმაცივროდ;
- არ დნება მზეზე;
- არ ისვრება, არ იფხვნება;
- არ აქვს მძაფრი სუნი;
- არ ტოვებს ბევრ ნარჩენს;
- მარტივი მოსამზადებელია;
- არ საჭიროებს დაჭრას.
გთავაზობთ რამდენიმე გემრიელი საჭმლის იდეას, რომელიც ნოყიერი და მარტივი მოსამზადებელია, ამასთანავე ტრანსპორტირებასაც უძლებს:
1. ბუტერბროდები და სენდვიჩები
ბუტერბროდი და სენდვიჩი კლასიკური წასახემსებელია ექსკურსიისა და პიკნიკისთვის. ის ადვილი მოსამზადებელია, განაყრებს და თან ბავშვებსაც ძალიან უყვართ. თუმცა, როცა საქმე ეხება სიცხეში მგზავრობას, გარკვეული წესების დაცვა აუცილებლად მოგიწევთ მომზადებამდე.
აიღეთ ტოსტის პური, ის დაცულ შეფუთვაშია და მათი გახუხვა მარტივად შესაძლებელია ნახშირზე, თუ ცხაურს გაიყოლებთ. ძეხვი აუცილებლად უნდა იყოს შებოლილი ან ნედლად შებოლილი სახეობის. ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, „კაიზერის“ – „ბრაუნშვაიგური“ ან „ნიკორას“ „სალიამი“.
თუ მოხარშულ ძეხვს აირჩევთ, მაშინ სასურველია მალევე, გზაშივე ჭამოთ, რომ არ გაფუჭდეს. პატარებისთვის აიღეთ „ნიკორას“ საბავშვო ძეხვები - „მინის“ ხაზიდან.
ყველი, უნდა იყოს მაგარი და უსუნო, რომ არ დადნეს და გაფუჭდეს.
რაც შეეხება ბოსტნეულს, დაჭრილი სახით მათი წაღება ცუდი იდეაა, რადგან სწრაფად იშლება და კარგავს გემოს. უმჯობესია მთლიანი ბოსტნეულის ტრანსპორტირება. მნიშვნელოვანი რჩევა: არავითარ შემთხვევაში არ წაუსვათ პურს კარაქი ან მაიონეზი, ისინი ხანგრძლივი მგზავრობის და ჯანსაღი ორგანიზმის მტრები არიან.
2. მოხარშული კვერცხები და კარტოფილი „მუნდირში“ მშობლებისთვის ნამდვილად კარგი ვარიანტია. საქმე რომ გაიადვილოთ, შეგიძლიათ კვერცხები წინასწარ გაფცქვნათ და კონტეინერში მოათავსოთ. თუ გირჩევნიათ კარტოფილი ნაკვერჩხალზე შეწვათ, წინასწარ კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. იდეალურად შეიწვება, თუკი ალუმინის ქაღალდში გაახვევთ.
3. ჰოთ დოგი
ჰოთ დოგები ძალიან პოპულარული საპიკნიკო საჭმელია. ამ შემთხვევაშიც ჯობს არჩევანი სოსისის შებოლილ სახეობაზე გააკეთოთ. ძალიან გემრიელი ჰოთ დოგი გამოგივათ, თუ „ნიკორას“ მონადირული ძეხვით მოამზადებთ. გარდა იმისა, რომ მონადირული ძეხვი სპეციალური მომზადების გარეშე იჭმება, ის ასევე ძალიან გემრიელია შემწვარი სახითაც. რაც შეეხება დანარჩენ ინგრედიენტებს, თქვენ დაგჭირდებათ:
- ჰოთ დოგის პური ან ბაგეტი;
- დიჟონის მდოგვი;
- კეტჩუპი.
ჰოთდოგი მყარი შეფუთვით (პლასტმასის ან მინის ქილით) წაიღეთ. არჩევანი გააკეთეთ კლასიკურ ვენურ ჰოთ დოგზე, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი ინგრედიენტები (ხახვი, მწვანილი და ა. შ.).
3. ცომეული
ექსკურსიაზე წასაღებად მოსახერხებელია იმერული ხაჭაპური, ლობიანი და კარტოფილის ღვეზელები. ისინი წინა საღამოს შეგიძლიათ გამოაცხოთ. ხშირად ბავშვებს გზაშივე შივდებათ და პატარა კარტოფილის ღვეზელები ძალიან მოსახერხებელია, არ იფხვნება და არ დასვრის ავტობუსის სალონს.
4. ვრაპი და როლი
ლავაშის ვრაპი/როლი ექსკურსიისთვის ძალიან კარგი ვარიანტია. ის სენდვიჩებზე არანაკლებ ანაყრებს, თან ბევრად მოსახერხებელია საჭმელად. ლავაშის ვრაპში შეგიძლიათ ჩადოთ სალათის ფოთოლი, ყველის ფირფიტა, ბოსტნეული და შაშხი. შაშხი ნაკლებად ქონიანი შეარჩიეთ. მაგალითად „ნიკორას“ „მანდოლინა“ ან „დაპრესილი შაშხი“.
5. ბრინჯის და ტარხუნის ბლინები
მათი მომზადება შეგიძლიათ წინა დღეს. რაც შეეხება შიგთავსს, შეგიძლიათ გააკეთოთ კარტოფილის ან სოკოს შიგთავსითაც.
6. ტკბილეული
პატარა კექსები, ფუნთუშები, ორცხობილები და მოფინები საუკეთესო არჩევანი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ კრემიანი ნამცხვრები.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი: თეა ინასარიძე