მაისში საქართველოში მხოლოდ 4 პროდუქტი გაიაფდა - ნახეთ, რომლებია - Gemrielia.ge

მაისში საქართველოში მხოლოდ 4 პროდუქტი გაიაფდა - ნახეთ, რომლებია

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ინფლაციის მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათის ფასების მატებამ იქონია, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. მათ შორის მკვეთრად არის გაზრდილი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი საქონლის ღირებულება - ბოსტნეულის და ბაღჩეულის ფასები 51%-ზე მეტად არის გაძვირებული.

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 4 საკვები პროდუქტი გაიაფდა. კერძოდ, ყველაზე მეტად 19.8%-ით ლიმონი არის გაიაფებული, მას მოსდევს კივი, რომლის ღირებულებაც წლიურად - 4.4%-ით შემცირდა. მე-3 ადგილზეა ბანანი - 2%-იანი გაიაფებით და მე-4 პოზიციას ფორთოხალი იკავებს, ფასის 0.5%-იანი კლებით.

წყარო: BPN.GE