ვიდეო: „სწორედ ახლაა სეზონი, ყველაფერი კეთდება შაქრის გარეშე, ნატურალურია“ - ნახეთ, როგორ ამზადებენ თუთის ტყლაპს მესხეთში - Gemrielia.ge

ვიდეო: „სწორედ ახლაა სეზონი, ყველაფერი კეთდება შაქრის გარეშე, ნატურალურია“ - ნახეთ, როგორ ამზადებენ თუთის ტყლაპს მესხეთში

ნიჯგორში, ივლისის თვე, თუთის დარხევის პერიოდია. თუთა წინა დღით ირხევა და მოსახარშად მზადდება.

,,თუთის მწიფობა ამინდზეა დამოკიდებული, იწყება ივნისის ბოლოს, ივლისი... თუ ბევრია ასხია, აგვისტომდეც გასტანს ხოლმე. წელს, თუთის მოსავალი ბევრი გვქონდა, მაგრამ წვიმამ და სეტყვამ გაგვიფუჭა“ - ამბობს ხათუნა ლონდარიძე.

გამთენიისას ტყლაპის მომზადება იწყება, რომელიც სამეზობლო პროცესია. მოხარშული თუთის წვენს ფქვილი ერევა და ფაფა მზადდება.

,,ყველაფერი კეთდება შაქრის გარეშე, ნატურალურია. წვენს ვადუღებთ, რომ დატკბეს. ქალის ოსტატობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად მოურევს (ფქვილს) და მოეკიდება. უნდა იყოს ატლასივით თხელი და რბილი ფაფა“ – განმარტავს ხათუნა.

ცხელი ფაფა სქელი ჩითის ნაჭერზე ანუ ,,ამერიკაზე“ ისხმება და მზეზე შრება. კარგი ამინდის დროს ტყლაპს მეორე დღესვე აძრობენ...

გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო