როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე - Gemrielia.ge

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე

ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს, ხში­რად ტექ­ნი­კას პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მა­ცივ­რის ხე­ლოს­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი კლი­ენ­ტი აკი­თხავთ - მა­ცი­ვა­რი მწყობ­რი­დან გა­მო­დის რო­გორც სახ­ლში, ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში, ასე­ვე მა­ღა­ზი­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნა­ყი­ნე მა­ცივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­შია გა­მო­ტა­ნი­ლი.

მა­ცივ­რის ხე­ლო­სა­ნი პავ­ლე გვე­ლე­სი­ა­ნი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მა­ცივ­რის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჭი­რო რჩე­ვებს უზა­ი­რებს:

- სი­ცხე­ში ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა +32 გრა­დუსს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. რო­დე­საც +32 გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, ასეთ დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, მა­ცი­ვა­რი გა­მო­ირ­თოს, რად­გა­ნაც ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ხში­რად ფუჭ­დე­ბა. ძრა­ვა რო­გორც კი ხურ­დე­ბა, მწყობ­რი­დან გა­მო­დის. მა­ცი­ვარს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა თა­ვის­თა­ვად ახუ­რებს, რა­საც ძრა­ვის გა­ცხე­ლე­ბა ემა­ტე­ბა. გაგ­რი­ლე­ბას ვერ ას­წრებს და ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა.

დე­ტა­ლე­ბი სიმ­ხურ­ვა­ლის­გან ფარ­თოვ­დე­ბა, ცვე­თა მა­ტუ­ლობს, ფრე­ო­ნის წნე­ვა იზ­რდე­ბა და ძრა­ვა დიდი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბას. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფრე­ო­ნის წნე­ვა­ზე აი­სა­ხე­ბა, რა­ზეც ჩვე­ნი მა­ცივ­რის ძრა­ვე­ბი არ არის გათ­ვლი­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მა­ცივ­რე­ბი, ძლი­ე­რი ძრა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი და შე­იძ­ლე­ბა +37 გრა­დუს­ზეც გაძ­ლონ. ისი­ნი უფრო ძვი­რია და მეტი წარ­მა­დო­ბი­საა.

ჩვე­ნი მა­ცივ­რე­ბი ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა. აქ ძვი­რი სა­ქო­ნე­ლი არ შე­მო­აქვთ, ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, რად­გან ეს სტან­დარ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს. არა­და, ბოლო დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ცხე­ე­ბია, რაც გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა უდაბ­ნოს ჰა­ვის ქვე­ყა­ნა ხდე­ბა...

macivris-xelosani-1655106027.jpg

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რით გაგ­რი­ლე­ბულ ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ცი­ვა­რი საფრ­თხის­გან და­ცუ­ლია?

- იქ, სა­დაც ოთა­ხის გაგ­რი­ლე­ბას კონ­დი­ცი­ო­ნე­რით ახერ­ხე­ბენ, მა­ცი­ვა­რი არ ფუჭ­დე­ბა, ამ სი­ცხე­ში ეგ თუ უშ­ვე­ლის და და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლა დას­წი­ოს.

- ე.წ. "ვინ­ტი­ლა­ტო­რი" ტემ­პე­რა­ტუ­რას ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს?

- შვე­ლის, მაგ­რამ ის მა­ინც იმა­ვე ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რას უბე­რავს, მაგ­რამ "ვინ­ტი­ლა­ტო­რი" გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს - ოთა­ხი გრილ­დე­ბა. სულ არა­ფერს ჯო­ბია, მაგ­რამ უკე­თე­სია, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩა­ირ­თოს. ამა­ზე ელექ­ტო­რო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დიდ ზა­რალ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან... გააგრძელეთ კითხვა