როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე
ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, ხშირად ტექნიკას პრობლემა ექმნება. მაგალითად, მაცივრის ხელოსნები ამბობენ, რომ ამ პერიოდში უამრავი კლიენტი აკითხავთ - მაცივარი მწყობრიდან გამოდის როგორც სახლში, ოთახის პირობებში, ასევე მაღაზიებში, განსაკუთრებით, სანაყინე მაცივრები, რომლებიც ქუჩაშია გამოტანილი.
მაცივრის ხელოსანი პავლე გველესიანი AMBEBI.GE-ს მკითხველს მაცივრის მოვლასთან დაკავშირებით საჭირო რჩევებს უზაირებს:
- სიცხეში ოთახის ტემპერატურა +32 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. როდესაც +32 გრადუსს მიუახლოვდება, ასეთ დროს, აუცილებელი რეკომენდაციაა, მაცივარი გამოირთოს, რადგანაც ოთახის პირობებში ხშირად ფუჭდება. ძრავა როგორც კი ხურდება, მწყობრიდან გამოდის. მაცივარს ოთახის ტემპერატურა თავისთავად ახურებს, რასაც ძრავის გაცხელება ემატება. გაგრილებას ვერ ასწრებს და ყველაფერი ფუჭდება.
დეტალები სიმხურვალისგან ფართოვდება, ცვეთა მატულობს, ფრეონის წნევა იზრდება და ძრავა დიდი დატვირთვით მუშაობას. მაღალი ტემპერატურა ფრეონის წნევაზე აისახება, რაზეც ჩვენი მაცივრის ძრავები არ არის გათვლილი. თუმცა, არსებობს მაცივრები, ძლიერი ძრავებით, რომლებიც სამხრეთ ქვეყნებისთვისაა გათვლილი და შეიძლება +37 გრადუსზეც გაძლონ. ისინი უფრო ძვირია და მეტი წარმადობისაა.
ჩვენი მაცივრები ჩრდილოეთის ქვეყნებისთვისაა. აქ ძვირი საქონელი არ შემოაქვთ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან ეს სტანდარტები საქართველოში არ მუშაობს. არადა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ზაფხულობით სერიოზული სიცხეებია, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება და მგონი, საქართველო ნელ-ნელა უდაბნოს ჰავის ქვეყანა ხდება...
- კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში არსებული მაცივარი საფრთხისგან დაცულია?
- იქ, სადაც ოთახის გაგრილებას კონდიციონერით ახერხებენ, მაცივარი არ ფუჭდება, ამ სიცხეში ეგ თუ უშველის და დაეხმარება იმაში, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლა დასწიოს.
- ე.წ. "ვინტილატორი" ტემპერატურას ვერ დაარეგულირებს?
- შველის, მაგრამ ის მაინც იმავე ოთახის ტემპერატურას უბერავს, მაგრამ "ვინტილატორი" გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს - ოთახი გრილდება. სულ არაფერს ჯობია, მაგრამ უკეთესია, კონდიციონერი ჩაირთოს. ამაზე ელექტოროენერგიის დაზოგვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ზარალში აღმოჩნდებიან... გააგრძელეთ კითხვა