კეფირიდან კალციუმი უკეთ შეითვისება ვიდრე რძიდან... - და კიდევ 9 მიზეზი, თუ რატომ დავიწყე კეფირის დალევა - Gemrielia.ge

კეფირიდან კალციუმი უკეთ შეითვისება ვიდრე რძიდან... - და კიდევ 9 მიზეზი, თუ რატომ დავიწყე კეფირის დალევა

სპეციალისტების თქმით, კეფირი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რძის პროდუქტი. გეტყვით 10 მიზეზს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ კეფირი თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა ჩასვათ.

1. ბავშვებისთვის კეფირი აუცილებელია, რადგან ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. განსაკუთრებით სასარგებლო დისბაქტერიოზის დროს, რადგან მიკროფლორას აღადგენს.

2. კეფირი ბიფიდობაქტერიებს შეიცავს. ეს რძემჟავა ბაქტერიებია, რომლებიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს უვნებელყოფს.

3. კეფირი კარგი საშუალებაა კოლიტებისა და დიარეის დროს.

4. კეფირის მომხმარება მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

5. კეფირი შეიცავს კალციუმს და ცილას. ორივე ნივთიერება აუცილებელია ძვლებისა და ზოგადად ზრდისთვის.

kefiri22-1655106506.jpg

6. კეფირი ამცირებს ალერგიულ რეაქციებისადმი ორგანიზმის მიდრეკილებას და ასუსტებს მათ გმოხატვას.

7. კეფირიდან კალციუმი უკეთ შეითვისება ვიდრე რძიდან.

8. კეფირი კარგი საშუალებაა ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

9. კეფირი ამცირებს სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

10. კეფირს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს.