„თხილის ფასი ბოლო დროს შემცირდა... ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად“ - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია
„ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად არა მხოლოდ თხილის სექტორში, ზოგადად აგრონომიაში“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გიორგი თოდუას თქმით, თუ აგრო ვადების დაცვა და სწორი წამლობა მოხდება, ისეთი მოსავლის მიღება, რომლის ფასი 7-9 ლარია, პრობლემას არ წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ თხილის ფასი ბოლო დროს შემცირდა, განწყობა კვლავ შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლოა სეზონის დაწყების წინ. ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად არა მხოლოდ თხილის სექტორში, ზოგადად აგრონომიაში. წამლობები მიმდინარეობს, თვეზე ნაკლები დარჩა და ჩვენ, მოსავალს მივიღებთ. დადებითი მოლოდინი გვაქვს იმ სიძნელეების მიუხედავად, რაც დღეს ბაზარზე არის... გააგრძელეთ კითხვა