„ძლიერად მორწმუნეები არც ერთი სახის ხორცს არ იღებენ, არც თევზსა და ფრინველის ხორცს...“ - გაიცანით იამაიკური სამზარეულო - Gemrielia.ge

„ძლიერად მორწმუნეები არც ერთი სახის ხორცს არ იღებენ, არც თევზსა და ფრინველის ხორცს...“ - გაიცანით იამაიკური სამზარეულო

იამაიკური სამზარეულო მოიცავს სამზარეულოს ტექნიკის, არომატისა და სანელებლების ნაზავს, რომელზედაც დიდი გავლენა იქონიეს ამერიკულმა, აფრიკულმა, ირლანდიურმა, ინგლისურმა, ფრანგულმა, პორტუგალიურმა, ესპანურმა, ინდურმა, ჩინურმა და ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოს ელემენტებმა. სწორედ ამ ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული იამაიკის კუნძული. კუნძულზე ხარობს ტროპიკული სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან შემოტანილი მცენარეები, რომლებიც ადგილობრივ კულტურაში დაინერგა. ქვეყანაში მრავლადაა ზღვის პროდუქტები, ტროპიკული ხილი და სხვადასხვა სახეობის ხორცი.

ზოგიერთი იამაიკური კერძი კუნძულზე თავდაპირველად არ მზადდებოდა და ის მიგრანტებმა შეიტანეს. ინგრედიენტი შეცვლილია ადგილობრივი ნაწარმით, რაც კერძების სხვანაირ ინტერპრეტაციას იწვევს. იამაიკის პოპულარულ კერძებში შედის თხის ხორცი, შემწვარი დამფლინგი და მარილიანი თევზი.

იამაიკური სამზარეულო ემიგრანტების მეშვეობით შეიქმნა. ეს პროცესი განსაკუთრებით მე-20 საუკუნეს მოიცავს, როდესაც ადგილობრივი იამაიკელები სამუშაოდ სხვა ადგილებში გადასახლდნენ, კუნძულზე კი მიგრანტები დასახლდნენ

იამაიკურ სამზარეულოში მცირედით ამოიცნობა რასტაფარის გავლენა. რასტაფარის მიმდევრები ვეგეტარიანელები არიან, რამაც ქვეყანას მრავალი ვეგეტარიანული კერძები შესძინა. რასტაფარისა და მეშვიდე დღის ადვენტისტური რელიგიის მიმდევრები საერთოდ არ მიირთმევენ ღორის ხორცს, ხოლო ძლიერად მორწმუნეები არც ერთი სახის ხორცს არ იღებენ, არც თევზსა და ფრინველის ხორცს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იამაიკაში ღორის ხორცი ძალიან პოპულარული კერძია.

მანგოსა და სოურსოპის ნაყინები ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. ადგილობრივი ნაყინები მრავალ ინგრედიენტს შეიცავს, რომელთა შორისაა: ქიშმიში და გრეიფნათი.

სხვა, პოპულარული დესერტები არის: ბატატას პუდინგი, დაფქული სიმინდის პუდინგი, გიზადა, ტოტო, შემწვარი ბანანი, ქოქოსის წვენები, მცენარეული ტარტები და გუავას ყველი.აშამი მშრალი სიმინდი, რომელიც დაფქულია და კომბინირებულია ყავისფერ შაქართან. ის ძალიან პოპულარულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

იამაიკაში აქვთ პირველი პრემიერ მინისტრის, ალექსანდრე ბუსტამანტეს სახელობის კანფეტიც.