მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება საყვარელი ყავის გემოზე გული აგიცრუვდეს? - Gemrielia.ge

მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება საყვარელი ყავის გემოზე გული აგიცრუვდეს?

არო­მა­ტუ­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ყა­ვის გა­რე­შე მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს თა­ვი­სი დღე ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია. ყა­ვის და­ლე­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ კა­ფე­ში მი­სულს საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბულს გვტო­ვებს.

ყავა ძა­ლი­ან გრძელ და სა­ინ­ტე­რე­სო გზას გა­დის, სა­ნამ თქვენს ფინ­ჯან­ში მოხ­ვდე­ბა. მისი გემო ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მობთ ყა­ვის არ­ჩე­ვას, მისი მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კას და ბევრ სხვა ნი­უ­ანსს, მით უფრო გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა ის.

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, სა­ნამ საყ­ვა­რელ სას­მელს ბა­რის­ტას შე­უკ­ვე­თავთ:

1. ყა­ვის მარ­ცვა­ლი

არა­ბი­კა და რო­ბუს­ტა ორი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მარ­ცვლის სა­ხე­ო­ბაა. მათ თა­ვის მხრივ, უამ­რა­ვი ჯიში აქვს. მარ­ცვა­ლი ამ არო­მა­ტუ­ლი სას­მე­ლის ხა­რისხში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რია. ყა­ვის მარ­ცვლის ხა­რისხზე ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. მათ შო­რის: ნი­ა­და­გი, ჰავა, ამინ­დი და ა.შ. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, თუ რო­გორ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, სა­ნამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს მი­აღ­წევს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევრ ჰო­რე­კა ობი­ექ­ტში ძა­ლი­ან და­ბა­ლი კა­ტე­გო­რი­ის მარ­ცვა­ლი შე­მო­აქვთ. უგე­მუ­რი ყა­ვის ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს არის.

2. ყა­ვის აპა­რა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა

yava2-1655186265.jpg

ნე­ბის­მი­ერ ყა­ვის აპა­რატს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ­საც, სჭირ­დე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად წმენ­და ნა­დე­ბის­გან, რო­მე­ლიც აპა­რა­ტის რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე რჩე­ბა. დაგ­რო­ვი­ლი ყა­ვის ცხი­მი ილე­ქე­ბა ფილტრებ­სა და მი­ლებ­ზე და იწ­ვევს მათ გა­ჭედ­ვას. გა­უ­წ­მენ­დავ აპა­რატ­ში მომ­ზა­დე­ბულ ყა­ვას გემო ეც­ვლე­ბა. ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მარ­ცვლის აპა­რა­ტე­ბია, რო­მელ­თაც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა ამო­წუ­რუ­ლი აქვს. ეს ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა ჰო­რე­კა ობი­ექ­ტებ­ში და სხვა­დას­ხვა დროს და­ლე­უ­ლი ყა­ვის არას­ტა­ბი­ლუ­რი გე­მოს მი­ზე­ზიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­წ­მენ­და­ვი, ან ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყა­ვის აპა­რა­ტია.

3. სწო­რად მო­ხა­ლუ­ლი ყავა

ყა­ვის მო­ხალ­ვა გემ­რი­ე­ლი სას­მე­ლის მი­სა­ღე­ბად, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. სა­ხა­ლა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, რომ ყა­ვის მარ­ცვლე­ბი შე­სა­ბა­მი­სად მო­ი­ხა­ლოს. ზო­გა­დად რაც უფრო მოკ­ლეა დრო მო­ხალ­ვა­სა და მომ­ზა­დე­ბას შო­რის, მით უფრო გემ­რი­ე­ლი და არო­მა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ყავა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა იცი­ან, რო­გო­რი უნდა იყოს მო­ხალ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რა და პრო­ცე­სის ხან­გრძლი­ვო­ბა. თუ მო­ხალ­ვი­დან დიდი დროა გა­სუ­ლი, ან მო­ხა­ლუ­ლი მარ­ცვა­ლი არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში იყო შე­ნა­ხუ­ლი, ასე­თი ყა­ვის გემო ნამ­დვი­ლად გა­გიც­რუ­ებთ იმე­დებს.

4. ბა­რის­ტას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი

yava3-1655186285.jpg

ბა­რის­ტას ბევ­რი მო­ვა­ლე­ო­ბა აქვს, რო­მელ­თა­გან მთა­ვა­რია: ყა­ვის ჯი­შე­ბის, მათი წარ­მო­შო­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის ცოდ­ნა, ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კის ფლო­ბა, მარ­ცვლე­ბის სწო­რად მო­ხალ­ვა და დაფ­ქვა, სხვა­დას­ხვა სა­ხის ყა­ვის სას­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ყა­ვის აპა­რა­ტის სრულ­ფა­სოვ­ნად ცოდ­ნა და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ყა­ვის აპა­რა­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გაწ­მენ­და. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის და პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის უც­ვლე­ლად დაც­ვა გან­სა­ზღვრავს სასმლის მუდ­მი­ვად მა­ღალ და სტა­ბი­ლურ ხა­რისხს.