თუ იშოვეთ ნედლი ყურძნის ფოთოლი, ზამთრისთვის შენახვის ყველაზე ადვილი მეთოდი ეს არის - Gemrielia.ge

თუ იშოვეთ ნედლი ყურძნის ფოთოლი, ზამთრისთვის შენახვის ყველაზე ადვილი მეთოდი ეს არის

ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა ბევრისთვის ყველაზე საყვარელი კერძია, აღმოსავლეთ საქართველოში კი საახალწლო სუფრის აუცილებელი ნაწილი. იმისათვის, რომ ზამთარშიც დატკბეთ ამ კერძით, „გემრიელიას“ ჯგუფის წევრი მარინე აზბარიანი ვაზის ფოთლის შენახვის საინტერესო მეთოდს გვიზიარებს:

„თუ გაქვთ ვენახი ან იშოვეთ მშრალი (ნედლი) ყურძნის ფოთოლი (ახალგაზრდა), ზამთრისთვის შენახვის ყველაზე ადვილი მეთოდი ეს არის. ბოთლები სასურველია (თუ არა აუცილებელი) იყოს მინერალური წყლის, ზედმეტი სუნის გარეშე, სუფთა.

სამზარეულოს ხელსახოცით გავაშრე ბოთლები შიგნიდან, რომ წყლის წვეთიც არ იყოს. ყუნწებისგან გაცლილი ფოთლები, 3-4 ცალი ერთად გადავახვიოთ რულეტივით და ჩავდოთ ბოთლში. ასე ვაგრძელებთ მანამ, სანამ ბოთლი არ შეივსება.1-ლიტრიან ბოთლში ჩაეტევა +-400გრ ფოთოლი.

vazis-fotlis-shenaxva2-1655190018.jpg

როგორც კი შევავსებთ ბოთლებს, თავსახურით ვხუფავთ და ერთმანეთთან ახლოს დავდებთ 3-4 დღით. დღეში ერთხელ შეიძლება გავხსნათ ბოთლი, რომ გავუშვათ შიგ დაგროვილი გაზები და ისევ მოვხუფოთ. ბოთლები ინახება მშრალ, გრილ ადგილას 1-2 წელი, თუმცა საურველია იმ წელსვე გამოიყენოთ. როცა დაგვჭირდება ფოთლი, გავჭრათ ბოთლი შუაში, გადმოვიღოთ ფოთლები და 10-15 წუთით მოვათავსოთ ადუღებულ წყალში. საოცარი სურნელი აქვს,“ - წერს მარინე.