2007 წლიდან დღემდე სასურსათო საქონლის ფასები 3-ჯერ გაიზარდა - ახალი კვლევის დეტალები
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პირველად მოხმარების საქონლის ბაზრის კვლევის თანახმად, 2007 წლიდან დღემდე სასურსათო საქონელზე ფასები 3-ჯერაა გაზრდილი, რამაც შინამეურნეობების სასურსათო ხარჯები საგრძნობლად გაზარდა და სამომხმარებლო ხარჯებში მისმა წილმა 2020 წელს 47%-ს მიაღწია.
კვლევის თანახმად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 20%-ზე მეტად არ უნდა გაზრდილიყო 2015 წლიდან დღემდე. თუმცა, ფასები მკვეთრად გაზრდილია როგორც სურსათზე, ასევე სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე.
მიმოხილვის თანახმად, ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მკვეთრად გაზრდილი ფასები ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განკარგვად შემოსავლებს სხვა ტიპის საქონელსა თუ მომსახურებაზე. ფასების ზრდაზე დიდი გავლენა კი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს აქვს.
წყარო: BPN.GE