დიასახლისების 90% ნაგვის ურნას არასწორ ადგილას ინახავს - აი, სად უნდა მოათავსოთ - Gemrielia.ge

დიასახლისების 90% ნაგვის ურნას არასწორ ადგილას ინახავს - აი, სად უნდა მოათავსოთ

ნაგვის ურნა ყველა სახლშია, თუმცა, სახლის ენერგეტიკის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც მას მოათავსებთ.

არასწორად შერჩეულმა მდებარეობამ შეიძლება ხანგრძლივად წაგართვათ ენერგია ან გაანადგუროს თქვენი ცხოვრება. ნაგვის ურნა თავად არის უარყოფითი ენერგიის წყარო, რადგან ის მთელი ოჯახის ნარჩენების ერთობლიობაა.

ჯერჯერობით, ურნის მოსათავსებლად ყველაზე გავრცელებული ადგილი ნიჟარის ქვეშ არსებული სივრცეა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ნიჟარის მილებში ჩამავალი წყალი აძლიერებს ურნიდან წამოსულ ნეგატივს.

nagavi-1655721324.jpg

ზოგიერთი დიასახლისი ურნას ოთახებს შორის გასასვლელ კართან, კუთხეში ათავსებს და არ იცის, რომ ამით ოთახში შემავალ ყველანაირ პოზიტიურ ენერგიას ბლოკავს.

nagvisurna-1655721356.jpg

იდეალურ შემთხვევაში, ნაგვის ურნა სრულად იზოლირებულ ოთახში უნდა მოთავსდეს, რათა მისი უარყოფითი ენერგია სახლში არ გავრცელდეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, აუცილებელია რომ ურნა იყოს დახურული, ხოლო ნაგავი ყოველდღიურად უნდა გადაყაროთ.

nagavi1-1655721386.jpg

ნაგვის ადგილმდებარეობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უთანხმოება ოჯახურ ურთიერთობებში, ფულის პრობლემები და დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა, ამიტომ აუცილებლად ეცადეთ რომ მისთვის შესაფერისი ადგილი იპოვოთ.