როგორ გავყინოთ ალუბალი ზამთრისთვის - 4 გასაოცარი იდეა - Gemrielia.ge

როგორ გავყინოთ ალუბალი ზამთრისთვის - 4 გასაოცარი იდეა

ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ზაფხულში სურნელოვანი ალუბლის ჭამა არ უყვარს. სამწუხაროა, რომ მისი პოვნა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეიძლება, თუმცა არსებობს გზები, რომელთა დახმარებითაც კენკრის გაყინვას და წელიწადის ნებისმიერ დროს მირთმევას შეძლებთ.

ამის გაკეთება ოთხი განსხვავებული გზით შეგიძლიათ.

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ გაყინვამდე კენკრა აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს და დაზიანებული ნაწილები სრულად მოშორდეს, შემდეგ კი 2 საათის განმავლობაში საყინულეში მოთავსდეს. გაყინვის პროცესში ალუბალი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

უკურკო ალუბლის შემთხვევაში, გაყინვის გზა ზუსტად იგივეა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კენკრას კურკები უნდა მოაშოროთ და ფრთხილად იყოთ, რათა ის პიურედ არ იქცეს. ამ გზსის გამოყენების შემთხვევაში ეცადეთ რომ თქვენ მიერ არჩეული კენკრა ზედმეტად მწიფე არ იყოს.

მესამე მეთოდის შემთხვევაში კენკრის ნაწილი ბლენდერში უნდა ათქვიფოთ, დარჩენილი ნაწილი კონტეინერში მოათავსოთ, ბლენდერში მიღებული მასა დაასხათ და ცოტაოდენი შაქარიც დაამატოთ. ამ გზით შენახული ალუბალი იდეალურია ბლინებისა და ნამცხვრებისთვის.

მეოთხე მეთოდი კი ალუბლის შაქრის გამოყენებით გაყინვას გულისხმობს. პირველ რიგში, მოაშორეთ მას კურკები, შემდეგ მოათავსეთ კონტეინერში ფენებად, თითოეულ ფენას შაქარი უნდა მოაყაროთ. 200 გრ კენკრას დაახლოებით 1კგ შაქარი სჭირდება. კონტეინერი მოათავსეთ საყინულეში და მიირთვით წელიწადის ნებისმიერ დროს!

რომელი მეთოდი მოგეწონათ? თქვენ როგორ ინახავთ ალუბალს?

alubali-1655970783.jpg