ახალი რეცეპტები, კულინარიული ხრიკები და საჩუქრები - რა მოხდა „ნიკორას“ მასტერკლასზე
კულინარია განსაკუთრებული სახის ხელოვნებაა, სადაც იმდენი აზრია, რამდენი ადამიანიცაა. ამ პროფესიისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, სულ უფრო მეტი მსურველი აბარებს პროფესიულ კოლეჯსა თუ სასწავლებელში, ესწრება მასტერკლასებსა თუ ირჩევს კულინარიულ კურსებს. ზოგი მომავალი კონდიტერი ან შეფ-მზარეულია, ზოგიც უბრალოდ მოყვარული, რომელსაც ცოდნის გაღრმავება სურს. როცა სურვილი არსებობს, შესაძლებლობაც გეძლევა, მთავარია, ეს სფერო გიყვარდეს და გაინტერესებდეს.
ქართული ხორც-პროდუქტების კომპანია „ნიკორა“ დიდი ხანია, რაც სხვადასხვა აქტივობებით ხელს უწყობს კულინარიით დაინტერესებული ადამიანების წახალისებას. ამჯერად ძალიან საინტერესო კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა, რომელსაც ყველასათვის საყვარელი კულინარები - აჩო და ქეთო უძღვებოდნენ.
18 ივნისს, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 10 იღბლიან მონაწილეს საშუალება ქონდა დასწრებოდა გამოცდილი კულინარების ძალიან საინტერესო მასტერკლასს, ესწავლათ მათგან ბევრი მნიშვნელოვანი კულინარიული ხრიკი და მონაწილეობა მიეღოთ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მენიუს შექმნაში.
მასტერკლასზე მომზადდა შემდეგი კერძები:
• ესპანური რაგუ ტარხუნის პასტითა და გარნირით;
• სოსისის ღვეზელი ყველის ცომით;
• მჭადის ტაკოები ქართული მოტივებით;
• სიცილიური კოქტეილი.
ქართული და უცხოური სამზარეულოს საინტერესო მიქსით უგემრიელესი კერძები შეიქმნა. ძალიან საინტერესო გემო ჰქონდა ტარხუნის პასტას, რომელიც საოცრად მოუხდა რაგუსა და ახალი კარტოფილის პიურეს.
ასევე, მონაწილეებისთვის აღმოჩენა იყო ყველის ცომი, რომელსაც „ჩედარი“ პიკანტურ გემოს, განსხვავებულ სტრუქტურას და შეფერილობას მატებდა. „მიუნხენური“ სოსისი კი საუკეთესო რამ აღმოჩნდა, რაც კი შეგვეძლო ამ ცომში მოგვეთავსებინა.
მჭადის ტაკოები მასტერკლასის მონაწილეებმა თავად გამოაცხვეს და მათთვის სასურველი შიგთავსით მოამზადეს. რაც მთავარია, მჭადის ტაკოებს ძალიან მოუხდა ჭარხლის ფოთოლი, შაშხი ჩალაღაჯი, ტარხუნის პასტა, მოცარელას ბურთულები ტარხუნის ემულსიის შიგთავსით.
იმისთვის, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს, მხოლოდ შეფ-მზარეულის პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს პროდუქტების და ინგრედიენტების ხარისხი ასრულებს, რომელიც კერძში უნდა იქნას გამოყენებული.
„შეიძლება არასწორად გააკეთო რაღაც, მაგრამ თვითონ პროდუქტი დაგეხმარება, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს...“
ესპანური რაგუს მთავარი ინგრედიენტი „ნიკორას“ ნედლი ხორცი იყო, რომელიც ამჟამად „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ 24 ფილიალშია წარმოდგენილი. როგორც აჩო ზამბახიძემ თქვა, კერძის მომზადებისას მნიშვნელოვანია, რომ ხორცი სწორად შეირჩეს. ასევე მან პასუხი გასცა ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ შეკითხვას - უნდა გავრეცხოთ თუ არა ხორცი. მისი თქმით, მაღაზიაში შეძენილი, სწორ პირობებში შენახული ხორცის გარეცხვა არ არის საჭირო, რადგან მისი მომზადებისას პოტენციურად არსებული ბაქტერიები მაინც ნადგურდება. აჩომ ასევე გვირჩია, თავი შევიკავოთ ხორცის ბაზარში ყიდვისგან, სადაც ხორცის შენახვისა თუ დაჭრის პირობები დაცული არ არის.
„ნიკორას“ ნედლი ხორცი მაღაზიებში ყოველდღიურად ახლდება და ფასიც კონკურენტულია. სრულად დაცულია მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი უსაფრთხო, ჯანსაღი, განსაკუთრებულად გემრიელი და რაც მთავარია ქართულია და მუდამ ახალია. ეს არის ხორცი მთელი ოჯახისთვის.
ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ხორცის რომელ ნაჭერს აიღებთ, როგორი დაძველების იქნება ის და როგორ დაამუშავებთ. იმ შემთხვევაში, თუ კერძისთვის ძალიან თხელი ნაჭრები გჭირდებათ, მარტივ ხრიკს გაგიზიარებთ: თუ ხორცს 3-4 საათით საყინულეში მოათავსებთ, მარტივად შეძლებთ მის ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრას.
ზიზი ბერაია, მასტერკლასის მონაწილე:
„ზღვა ემოციები მივიღე, რომლებიც ძალიან დიდხანს გამყვება. ველოდი, რომ კარგი დღე იქნებოდა, მაგრამ მართლაც საოცარი, ზღაპრული და დაუვიწყარი იყო ჩემთვის. მაქვს კულინარიული ბლოგი, მოყვარული კულინარი ვარ, მიყვარს ქართული კერძების გადაკეთება და მათი ახლებურად წარდგენა. გადახალისება ყველაფერს სჭირდება. რა თქმა უნდა, ძველი გემოები არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ახლის შეტანა საჭიროა. ეს ჩემი ინტერესის სფეროა და მასტერკლასზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება“.
ქეთი ხმალაძე, მასტერკლასის მონაწილე:
„მასტერკლასმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან საინტერესო იყო. აი, ისეთი, რომ არ გინდა დამთავრდეს. დაახლოებით 2 წელია მოყვარული კულინარი ვარ, მაქვს საკუთარი ბლოგიც. ძალიან ბევრი დეტალი ვისწავლეთ, ისეთი, რომელიც შეიძლება აქამდე არც გვქონდა გაგონილი. პროდუქტიული და ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
კულინარიული მასტერკლასის ბოლო, დამამთავრებელი ნოტი - საოცრად არომატული და გემრიელი სიცილიური კოქტეილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასტერკლასი რამდენიმე საათი გაგრძელდა, დაღლა არავის უგრძვნია.
აჩო ზამბახიძე:
„დამწყებ მზარეულებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად მოუსმინონ გამოცდილ მზარეულებს. რასაც ისინი ასწავლიან, გამოიყენონ არა იმისთვის, რომ იგივე გაიმეორონ, არამედ იმისთვის, რომ ეს ცოდნა საკუთარი ინტერპრეტაციით დაამუშავონ. დღევანდელ მასტერკლასზე ჩვენც სწორედ ეს განაცხადი გავაკეთეთ, რომ ჩვენ რასაც აქ ვასწავლით, ამას იმიტომ კი არ ვასწავლით, რომ მერე სახლში წავიდნენ და იგივე გაიმეორონ, არამედ იმიტომ, რომ ამ ტექნიკის ათვისებას თავიანთი ცოდნა და ფანტაზია დაუმატონ. რასაც სხვა გასწავლის, ის შენებურად უნდა გამოიყენო. დღევანდელმა მასტერკლასმაც იგივე გვაჩვენა.
თუ გინდა, რომ ეს პროფესია შენთვის თავგადასავალი იყოს, მაშინ აუცილებლად უნდა იყო შემოქმედებითი, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების და მარცხის. ცოდნისა და პრაქტიკის ხარჯზე აუცილებლად გამოგივა ის, რაც გინდოდა“.
მონაწილეებმა აჩოსთან და ქეთოსთან ერთად მოამზადეს და დააგემოვნეს კერძები და სამახსოვროდ ფოტოებიც გადაიღეს. სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი კი მასტერკლასის დასასრულს, მონაწილეებისთვის „ნიკორას“ სასაჩუქრე ჩანთები იყო.
როგორც „ნიკორაში“ გვითხრეს, მსგავსი მასტერკლასები კიდევ არაერთხელ ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა დასწრების შესაძლებლობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა და მიღებული გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.