რა შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ჰემატოგენი (+ დოზები და გამოყენების წესი)
გაქვთ დაბალი ჰემოგლობინი? ჰემატოგენი გაგიადვილებთ, რომ მოკლე დროში გადაჭრათ თქვენს ორგანიზმში რკინის დეფიციტის პრობლემა.
ჰემატოგენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტური დანამატია. ის ემსახურება ორგანიზმში რკინის ნაკლებობის კომპენსაციას. ჰემატოგენი ასევე აუმჯობესებს ჰემატოპოეზის (სისხლის ფორმოვანი ელემენტების სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების წარმოქმნა) პროცესს. ის ბევრი ბავშვისთვის ნაცნობი დელიკატესია, აქვს სასიამოვნო სუნი და მოტკბო გემო. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული შეზღუდვები მის მიღებასთან დაკავშირებით.
როგორ მივირთვათ?
ჰემატოგენის გამოყენების წესები მარტივია. ის უნდა მიირთვათ ჭამამდე რამდენიმე საათით ადრე. მისი მიღება მხოლოდ წყალთან ერთად შეიძლება. თუ ჰემატოგენთან ერთად C ვიტამინით მდიდარ საკვებს მიიღებთ, მაშინ ის უკეთესად შეიწოვება.
რამდენი ჰემატოგენის ჭამა შეიძლება დღეში?
ჰემატოგენის ყოველდღიური მიღება დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები ჯანმრთელ ადამიანებში. ბოლო კვლევების შედეგად დადგინდა ჰემატოგენის ყოველდღიური მიღების დოზა... გააგრძელეთ კითხვა