ფაფების რეიტინგი - რომელია ყველაზე სასარგებლო და მავნე?
მარცვლეულის ფაფა საუზმეზე საუკეთესო საკვებია. ბევრნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ: ხილით, ბოსტნეულით, რძით ან ურძეოდ... მაგრამ მაინც რომელია მათ შორის ყველაზე სასარგებლო?
1-ლი ადგილი - წიწიბურას ფაფა. ყველაზე სასარგებლო და ვიტამინებით სავსეა. 120 კკალ 100 გრამზე
მე-2 ადგილი: შვრიის ფაფა. საუკეთესო მეგობარი ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის. 160 კკალ 100 გ
მე-3 ადგილი: ფეტვის ფაფა. მას სილამაზის ფაფასაც უწოდებენ. 88 კკალ 100 გ
მე-4 ადგილი: სიმინდის ფაფა. 86 კკალ 100 გ
მე-5 ადგილი: ბრინჯის ფაფა. ბრინჯი ორგანიზმის გამწმენდია. 144 კკალ 100 გ
მე-6 ადგილი: ხორბლის ფაფა. სასარგებლოა გულისთვის. 89 კკალ 100 გ
მე-7 ადგილი მანანის ბურღულის ფაფა. ეს ყველაზე მავნე ფაფაა, რადგან დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს. 100 კკალ 100 გ
და რომელია თქვენი საყვარელი ფაფა?